ლუდს ჯანმრთელობისთვის დიდი სარგებლობის მოტანა შეუძლია : გაიგეთ, რომელი დაავადებების პრევენცის ახდენს იგი!
ლუდი სასარგებლოა შემდეგი დაავადებების დროს:
- გააჩნია კიბოს საწინააღმდეგო პროფილაქტიკური თვისებები,
- ამცირებს კარდიოვასკულარულ დაავადებებს,
- ზრდის ძვლის სიმკვრივეს,
- ახდენს დემენციისა და კორონალური დაავადების პრევენციას,
- ეხმარება საჭმლის მომნელებელი სისტემის მუშაობას,
- გააჩნია სიბერის საწინააღმდეგო თვისებები,
ასევე, პროფილაქტიკური და სამკურნალო თვალსაზრისით მისი მიღება შეიძლება მეორე ტიპის დიაბეტის, ნაღვლის ბუშტის კენჭების, თირმელების, ოსტეოპოროზისა და ჰიპერტონიის დროს. ამასთან, არაჩვეულებრივად ხსნის სტრესს და კარგი შარდმდენი საშუალებაა.
ლუდი განსაზღვრული მინერალების ძალიან კარგი წყაროა, რაც არსებითად მნიშვნელოვან როლს თამაშობს მეტაბოლურ პროცესებში. თუ მას ზომიერების ფარგლებში მიიღებთ (ერთი კათხა დღეში), დარწმუნებული იყავით, რომ ეს არაჩვეულებრივი სასმელი დიდ წვლილს შეიტანს თქვენი ორგანიზმის ჯანმრთელობაში.
ამცირებს კარდიოვასკულარული დაავადებების რისკს:
ლუდი შეიცავს ვიტამინ B6, რომელიც იცავს გულს დაავადებებისგან, ხელს უშლის სისხლში ჰომოცისტეინის დონის ზრდას. მას გააჩნია სისხლის გამათხელებელი ეფექტი და ხელს უშლის თრომბების წარმოქმნას, რომელიც კორონარული არტერიების ბლოკირებას იწვევს.
ლუდის გონივრული მოხმარება ამცირებს ანთების რისკებს, რაც ათეროსკლეროზის (არტერიის კედლები სქელდება, სანათური ვიწროვდება და სისხლის მიმოქცევა ძნელდება) ძირეული მიზეზია.
ანემიის პრევენცია:
ლუდი ფოლიუმის მჟავასა და ვიტამინ B12 კარგი წყაროა, რომლის დეფიციტმაც შესაძლოა ანემია გამოიწვიოს. ვიტამინი B12 ასევე უმნიშვნელოვანესია ნორმალური ზრდის, კარგი მეხსიერებისა და კონცენტრაციის ხელშეწყობისთვის.
ხელს უშლის კენჭების წარმოქმნას ნაღვლის ბუშტში:
რეგულარულად ზომიერი რაოდენობის ლუდის მიღება გავლენას ახდენს ქოლესტერინის დონეზე და ამცირებს ნაღვლის კონცენტრაციას, რაც თავის მხრივ ხელს უწყობს კენჭების განვითარების რისკის შემცირებას.
აქვს შარდმდენი ეფექტი:
ლუდი მოქმედებს როგორც კარგი შარდმდენი საშუალება, რითაც ხელს უწყობს ორგანიზმიდან ტოქსინებისა და შლაკების გამოდევნას.
ასუფთავებს კუჭ-ნაწლავის ტრაქტს:
ხსნადი ბოჭკოების მდიდარი წყაროა, რომელიც ზოგადად ხელს უწყობს ჯანმრთელობას – სარგებლობა მოაქვს გულისთვის და ამასთან, ასუფთავებს კუჭ ნაწლავის ტრაქტს. სასმელის ნორმის ფარგლებში მიღება გავლენას არ ახდენს სხეულის წონაზე.