ნომერ 1 ხილი მსოფლიოში გულის პრობლემების, ჰიპერტენზიის, ინსულტის და ქოლესტერინის სამკურნალოდ- უებარი რეცეფტები

2312

ნომერ 1 ხილი მსოფლიოში გულის პრობლემების, ჰიპერტენზიის, ინსულტის და ქოლესტერინის სამკურნალოდ- უებარი რეცეფტები

ფინიკის კალორიულობა 100 გრამ პროდუქტზე საშუალოდ 274 კკალორიაა. მწიფე ფინიკის კალორიულობა საკმაოდ მაღალია – 340 კკალორია. თითოეული ფინიკის წონა საშუალოდ 8-9 გრამია და მისი საშუალო კალორიულობაა 23 კკალორია.

ფინიკი ძალზე სასარგებლო პროდუქტია, ის ადამიანის ორგანიზმისთვის საჭირო პრაქტიკულად ყველა აუცილებელ ელემენტს შეიცავს: კალციუმი, თუთია, სელენი, სპილენძი, მანგანუმი, რკინა, ქლორი, გოგირდი, იოდი, ქრომი, ფტორი, მოლიბდენი, ბორი, ვანადიუმი, კალა, ტიტანი, კაჟი, კობალტი, ნიკელი, ალუმინი, ფოსფორი, ნატრიუმი.

ფინიკში შედის ვიტამინები: A, B1, B2, B5, B6, C, H, PP.

ფინიკი უხსოვარი დროიდან ითვლებოდა უებარ სამკურნალო საშუალებად. ფინიკის პალმის ნაყოფი იძლევა ძალას, გამძლეობას , ახალგრძლივებს სიცოცხლეს, აძლიერებს მამაკაცის სექსუალურ პოტენციალს, ამაგრებს გულს, ღვიძლს და თირკმელებს.

ფინიკი ხელს უწყობს ნაწლავებში სასარგებლო ბაქტერიების გამრავლებას, ნორმაში მოჰყავს მჟავების ბალანსი.

კვებავს სისხლს, ხელს უწყობს ტვინის ღეროვანი დაბოლოვებების განვითარებას. აძლიერებს ორგანიზმის ბრძოლას სხვადასხვა ინფექციებთან, მათ შორის ვირუსებთან.

ფინიკი სასარგებლოა აგრეთვე ანემიისა და ჰიპერტონიის დროს, შველის ფილტვებს, ამშვიდებს ხველას.

ძალიან სასარგებლოა გონებრივი მუშაობისას. ფინიკში შემავალი საკვები ბოჭკოები ამცირებენ სიმსივნური დაავადებების რისკს.

დიეტოლოგები ამტკიცებენ: საკმარისია ერთი ფინიკი და ფინჯანი რძე, რათა ადამიანმა საკვები ნივთიერებების აუცილებელი მინიმალური დოზა მიიღოს.

სამკურნალო რეცეფტები ფინიკით, რომელიც ძალიან სასარგებლო და გემრიელია

შემადგენლობა:

  • 2 ც გაყინული ბანანი
  • 2 ჭიქა ნუშის რძე
  • 3 ც ფინიკი
  • 1 ჩ.კ კაკაო
  • 2 ჩ.კ მიწისთხილის კარაქი

მომზადება:

არსებული ინგრედიენტები მოათავსეთ ბლენდერში და კარგად ათქვიფეთ. მზა ნარევი დალიეთ დღეში ერთხელ 10 დღე.

ფინიკის უებარი კარაქი

შემადგენლობა:

  • 20-25 ც ფინიკი
  • 250 მლ ცხელი წყალი
  • ვანილი- გემოვნებით

მომზადება:

ფინიკს დაასხით ცხელი წყალი და გააჩერეთ 1 საათით. დაუმატეთ ვანილი და მოათავსეთ ბლენდერში. თქვიფეთ მანამ, სანამ მასა ერთიანი არ გახდება. მიღებული მასა მოათავსეთ სასურველ ჭურჭელში. მიირთვით დღეში 3-4ჯერ 1 სუფრის კოვზი. შეგიძლიათ პურზე გააუსვათ ან ორქცხობილაზე და ამ სახითაც მიირთვათ.

frenis kompensacia
frenis kompensacia