ეს გოგო საწოლიდან ვერ დგებოდა სტრესის და დეპრესიის გამო, მაგრამ ამ საშუალებების გამოყენების შემდეგ საგრძნობლად შეიცვალა მისი ცხოვრება !
დეპრესიისა და ნევროზის წამალი გაზაფხულის დეპრესიაზე ბევრი რამ გაგვიგონია. გადაღლილობით და ვიტამინების ნაკლებობით გამოწვეული ეს პრობლემა უფრო მეტად მერყევი ფსიქიკის ადამიანებს უტევს. მეც ასეთი ვარ, ამიტომ გაზაფხულობით ვსვამ ხალხურ ნაყენებს, რომლებიც თითქმის ყოველთვის აღწევს მიზანს.
ვიღებ თანაბარი რაოდენობის პიტნის ფოთლებს, ძიძოს ღეროებს, კუნელის, კალენდულასა და თავშავას ყვავილებს, 1 სუფრის კოვზ ნარევს ვასხამ ერთ ჭიქა ადუღებულ წყალს და ნახევარი საათით ვაყენებ. ვიღებ 1/2 ჭიქას დღეში 2-3-ჯერ ჭამამდე. ნაყენის მიღებას ვიწყებ ზამთრის მიწურულს, განურჩევლად იმისა, როგორი განწყობა მაქვს.
აიღეთ 1 სუფრის კოვზი კუნელის დანაყილი ნაყოფი და დაასხით 1 ჩაის ჭიქა მდუღარე წყალი. შეფუთეთ და გააჩერეთ 2 საათი, შემდეგ გაწურეთ. მიიღეთ 1-2 სუფრის კოვზი
დღეში 3-ჯერ ჭამის წინ.
კუნელისგან ნერვების დამაწყნარებელი მეორე საშუალებაც მზადდება:
აურიეთ ერთმანეთში წითელი კუნელის ყვავილი და ნაყოფი, 2 სუფრის კოვზ ნარევს
დაასხით 3 ჩაის ჭიქა მდუღარე, გააჩერეთ თერმოსში 2 საათის განმავლობაში. სვით ნახევარი ჭიქა დღეში 3-ჯერ, ჭამამდე 30 წუთით ადრე.
ასევე გთავაზობთ დამამშვიდებელი ნაყენის რეცეპტს: კარგად დააქუცმაცეთ და ერთმანეთში აურიეთ:
- 30 გ კუნელის ნაყოფი და ამდენივე ყვავილი;
- 30გ კრაზანა;
- 30 გფარსმანდუკი;
- 20 გ კატაბალახას ფესვი.
–ერთ სუფრის კოვზ ნარევს დაასხით 1 ჭიქა ადუღებული წყალი, დააყენეთ 5-6 საათით
და გაწურეთ. მიიღეთ 1/4 ჭიქა დღეში 4-ჯერ, ჭამამდე ნახევარი საათით ადრე.
ამ ნაყენის განუწყვეტლივ მიღება არ შეიძლება ნერვულ სისტემაზე ცუდად იმოქმედებს. ამიტომ დროდადრო რამდენიმე კვირით უნდა შეისვენოთ. ნაყენი აწესრიგებს ძილსაც.
აიღეთ 1 კგ კაკალი, გაარჩიეთ და დაასხით მდუღარე წყალი. 5 წუთის შემდეგ გადაწუ-
რეთ და გაატარეთ ხორცსაკეპში. გატარებული ნიგოზი ჩაყარეთ სამლიტრიან ქილაში, დააყარეთ 1 კგ შაქრის ფხვნილი, დაასხით 1 ლიტრი არაყი და 3 დღით დადგით. ურიეთ ხშირად. სამი დღის შემდეგ სითხე გადაასხით სხვა ჭურჭელში, ნიგოზს კვლავ დაასხით 1 ლიტრი არაყი და ისევ 3 დღით დადგით. 3 დღის შემდეგ ისიც სხვა ჭურჭელში გადაასხით.
იგივე გააკეთეთ მესამედაც. შემდეგ სამივე ნაყენი ერთმანეთში აურიეთ. წამლის კომპონენტების ოდენობა შეგიძლიათ შეამციროთ, ოღონდ ისე, რომ თანაფარდობა არ დაირღვეს. ნაყენი ჩაასხით მინის ქილაში და შეინახეთ მაცივარში. სვით თითო სადილის კოვზი დღეში 3-ჯერ, ჭამამდე, ოღონდ დალევამდე ჭურჭელი აუცილებლად შეაჯანჯღარეთ.