შვრიის ნაყენის მომზადების უამრავი რეცეპტი არსებობს, მასში შემავალი ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებების წყალობით, ის ძალიან კარგია ორგანიზმის ჯანმრთელობისათვის. გარდა ამისა, შვრიის ნაყენი ძალიან კარგად აქრობს წყურვილს.
ამ ნაყენის კლასიკური რეცეპტით მოსამზადებლად დაგჭირდებათ მხოლოდ 3 ინგრედიენტი: შვრია, შაქარი და გამოხდილი წყალი.
ჩაყარეთ 400-500 გრამი გარეცხილი შვრია 3-ლიტრიან ქილაში, დაუმატეთ 3-4 კოვზი სუფრის შაქარი, დაასხით ცივი წყალი, ქილას თავსახური დააფარეთ და 3-4 დღის განმავლობაში ასე დატოვეთ.
ნაყენის პირველი პორცია გადმოასხით, და დარჩენილ ნაყენს ისევ დაუმატეთ შაქარი, წყალი და 4 დღის შემდეგ ნაყენი მზად იქნება. იგი ინახება 3 თვის განმავლობაში.
შეგიძლიათ, შვრიის ნაყენი დააყენოთ ქიშმიშისა და თაფლის გამოყენებით. ასევე, კლასიკური რეცეპტის მიხედვით, ნაყენის მომზადებისთვის საჭიროა შაქარი ჩაანაცვლოთ 50 გრამი ქიშმიშითა და 1-2- სუფრის კოვზი ნებისმიერი თაფლით. ქიშმიში ნაყენს უფრო მუქს ხდის და სძენს სასმელს არომატს.
ნაყენის მიღება შეუძლიათ როგორც ბავშვებს, ისე – მოზარდებს. გაგიკვირდებათ, მაგრამ ის დილის ყავის შესანიშნავი ალტერნატივაა, რადგანაც იგი შეიცავს სახამებელს, რომელიც ადამიანს კოფეინის გარეშე ჰმატებს ენერგიას. შვრიის ნაყენი სასარგებლოა დიაბეტით დაავადებული ადამიანებისთვისაც, რადგანაც ის სისხლში შაქრის დონეს დაბლა წევს. შვრიის ცილა დადებითად მოქმედებს ქსოვილზე, ცელულოზა აუმჯობესებს ორგანიზმის გაცვლა-გამოცვლის პროცესს, სწრაფად ხსნის ავიტამინოზს და ამაგრებს კბილის ემალს.
ის მართლაც ძალიან სასარგებლო და რაც მთავარია, ჯანსაღი სასმელია.