გაინტერესებთ რა დაემართება თქვენს ორგანიზმს თუ ყოველ დღე 1 ჭიქა ბრინჯიან წყალს დალევთ?!

696

გაინტერესებთ რა დაემართება თქვენს ორგანიზმს თუ ყოველ დღე 1 ჭიქა ბრინჯიან წყალს დალევთ?!

ბრინჯის თვისებები

ბრინჯს მაღალი კვებითი ღირებულება და სხვა ინგრედიენტებთან - ხორცთან, თევზთან, ბოსტნეულსა და ზღვის პროდუქტებთან - შეთვისების შესანიშნავი უნარი აქვს, ორგანიზმისთვის კი ძალზე სასარგებლოა, ვინაიდან მხოლოდ ენერგოდანახარჯს კი არ ანაზღაურებს, არამედ ცილების, ნახშირწყლებისა და მინერალების მნიშვნელოვანი წყაროც არის. ამასთანავე, მცირე ოდენობით შეცავს ცხიმებს. 100 გრამი ბრინჯი შეიცავს 0,9გ ცხიმს, 6,4გ ცილას, 72,5გ ნახშირწყლებს, 70მგ კალციუმს, 30მგ კალიუმს, 38მგ მაგნიუმს, 104მგ ფოსფორს. რაც უფრო მეტად არის დამუშავებული ბრინჯი, მით უფრო ნაკლები რჩება მასში სასარგებლო ნივთიერება. ამით იგი სხვა მარცვლოვნებს ჰგავს.

მედიცინა ბრინჯს ოდითგანვე იყენებს საჭმლის მონელების მოსაწესრიგებლად. ის შესანიშნავი სამკურნალო საშუალებაა გართულებული ფაღარათის დროს. გარდა ამისა, დადგენილია, რომ ბრინჯის ქატო ამცირებს ნაწლავის კიბოს განვითარების რისკს. მოსახლეობის იმ ნაწილს, რომელიც უმთავრესად თეთრი ბრინჯით იკვებება, თიამინის ნაკლებობა აღენიშნება. ძალიან სასარგებლოა ბრინჯის ქატო, რომელსაც მურა-ყავისფერ ბრინჯს, წესისამებრ, არ აცილებენ. იგი შეიცავს კვებითი თვალსაზრისით რამდენადმე მავნე ნივთიერებებს, მაგალითად, ფიტინის მჟავას, რომელიც ხელს უშლის რკინისა და კალციუმის ათვისებას.

ბრინჯში არსებული სახამებლის მონელება ნელა მიმდინარეობს, რითაც, ფაქტობრივად, უზრუნველყოფილია სისხლში გლუკოზის მუდმივი გადასვლა. ამის წყალობით დიაბეტით დაავადებულთა სისხლში შაქრის დონე რეგულირდება, ამიტომ ბრინჯში არსებული სახამებელი დიეტური უჯრედისის როლს ასრულებს. ბრინჯი არ შეიცავს გლუთეინს, ამიტომ სასარგებლოა მათთვის, ვისაც ხორბლის აუტანლობა (ცელიაკია, ნაწლავური ინფანტილიზმი) სჭირს. ეს თვისება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ჩვილებისათვის - კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ფერმენტთა აქტიურობა მათ ჯერ კიდევ ჩამოუყალიბებელი აქვთ, ამიტომ გლუთეინის შემცველმა ფაფამ შესაძლოა მათ ორგანიზში ცელიაკიის პროვოცირება მოახდინოს.

დიეტოლოგთა უმრავლესობა გვთავაზობს ბრინჯით განტვირთვის დღეებს, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ჭარბი წონა გვაწუხებს. ბრინჯში ძალიან ცოტაა ნატრიუმი, რომელიც ორგანიზმში წყალს აკავებს. სამაგიეროდ, უხვად არის კალციუმი, რომელიც ხელს უწყობს ნატრიუმის გამოდევნას. ბრინჯის შემადგენლობაში შედის ორგანიზმისთვის უმნიშვნელოვანესი რვა ამინმჟავა. თუ კვირაში ერთხელ მაინც მოიწყობთ ბრინჯის დღეს (შეგიძლიათ, დაამატოთ ნეიტრალური ან ტუტე მინერალური წყალი და არამც და არამც - ცხიმი!), დაკარგავთ 1 კგ-ს, ორგანიზმიდან გამოაძევებთ ჭარბ სითხეს და ნივთიერებათა ცვლის საბოლოო პროდუქტებს.

ბრინჯი სასარგებლო პროდუქტია, რომლის ნახარში წვენიც კი სასარგებლოა.

როგორ მოვამზადოთ ბრინჯის წყალი?

გარეცხეთ ცოტა რაოდენობის ბრინჯი. შემდეგ მოხარშეთ და ისე გადაწურეთ, რომ ბრინჯი არ შეყვეს და მხოლოდ წყალი იყოს.

რატომაა ბრინჯის წყალი სასარგებლო?

1. ენერგიას შეგმატებთ

ბრინჯის წყლის შემადგენლობა ორგანიზმს ეხმარება, რომ საჭირო ენერგიით აივსოს.

2. ხელს უშლის შეკრულობას

ნაწლავების მუშაობას ეხმარება და შედეგად შეკრულობის პრობლემა აღარაა და კუჭ-ნაწლავი ავის ფუნქციას ნორმალურად ასრულებს.

3. საუკეთესო საშუალებაა ვირუსების წინაღმდეგ საბრძოლველად

მაღალ ტემპერატურას ბრინჯის ნახარში იდეალურად შველის.

4. აღადგენს სითხის ნაკლებობას ორგანიზმში

ზაფხულში, როდესაც ცხელა ბრინჯის წყალი იდეალური საშუალებაა იმისთვის, რომ ორგანიზმი გამოშრობისგან დაიცვას.

5. ეფექტურად მკურნალობს დიარეას

კვლევების შედეგად, ბრინჯიანი წყალი იდეალური საშუალებაა თუ თქვენ დიარეა გაწუხებთ.

6. ალცჰეიმერის პრევენცია

მართალია კვლევის დაზუსტებული შედეგი ჯერ ჯერობით ცნობილი არაა, მაგრამ არის საფუძვლიანი ვარაუდი იმისა, რომ ალცჰეიმერის განვითარებას ბრინჯიანი წყლის დახმარებით ხელი ეშლება.

7. მზისგან დაცვა

ბრინჯიანი წყალი შეიცავს ორიზანოლს, ნივთიერებას, რომელიც კანს მზის დამწვრობისგან იცავს.

frenis kompensacia
frenis kompensacia