ეს რჩევები სამუდამოდ გაგათავისუფლებთ ჩაბრუნებული ფრჩხილისგან

4772

 

იმ ადამიანებს, რომლებსაც ეს პრობლემა გამოუცდიათ, კარგად მოეხსენებათ რომ ფრჩხილის ჩაბრუნება საკმაოდ მცირე მონაკვეთს იკავებს, თუმცა მისგან გამოწვეული ტკივილი ზოგჯერ საკმაოდ ძლიერი და მთელი ორგანიზმის მომცველია. ასეთ მდგომარეობას იწვევს ის მომენტი, როდესაც ფრჩხილი კანის შიგნით იწყებს გაფართოებას და იწვევს სიწითლეს, ტკივილს და ზოგჯერ ინფექციასაც. ეს შეიძლება იყოს გამოწვეული გენეტიკური ფაქტორით, ფეხის ტრამვით და ასევე არასწორი ფეხსაცმელის ხმარებისგანაც კი. თვითმკურნალობამდე ექიმის კონსულტაცია საჭიროა, თუმცა ეს მეთოდები ასევე ყველაზე ეფექტურად დაგეხმარებათ ამ პრობლემასთან გამკლავებაში:

 

მოათავსეთ პრობლემატური ფრჩხილის მქონე ფეხი თბილ წყალში გახსნილ ინგლისურ მარილში  

ეს პროდუქტი დაგეხმარებათ მოახდინოთ პრობლემური ზონის დეზინფექცია და ასევე დაამშვიდებს თქვენს კანს. საჭიროა გამოიყენოთ საშუალო ტემპერატურის წყალი და მასში გააჩეროთ ფეხი 20 წუთის განმავლობაში. ეს პროცესი ფრჩხილსაც დაარბილებს.

შეამცირეთ ზეწოლა ფეხის თითსა და ფრჩხილს შორის მარტივი მეთოდის გამოყენებით  

ამ ტექნიკისათვის გამოიყენეთ კბილის საწმენდი ძაფი ან პინცეტი, რათა მათი საშუალებით ოდნავ აწიოთ ფრჩხილის ზედაპირი და მასსა და კანს შორის მოათავსოთ ბამბის სტერილური ტამპონი. ამის შესრულების შემდეგ აუცილებელია გახსოვდეთ, რომ ეს ტამპონი საჭიროებს რეგულარულ გამოცვლას და ასევე ეს პრობლემას მხოლოდ დროებით მოაგვარებს.

გამოიყენეთ ანტიბიოტიკის შემცველობის მქონე მალამო

დაზიანებულ ფრჩხილზე რეგულარულად აღნიშნული დანიშნულების შემცველი მაზი, რათა მასში არ მოხდეს ინფექციის შეჭრა. აუცილებელია ეს ფეხის ნაწილი გქონდეთ შეხვეული სუფთათ, განსაკუთრებით ეს უნდა გააკეთოთ მაშინ, როდესაც კანსაც ეტყობა დაზიანების ნიშნები.

შგეიძლიათ გამოიყენოთ ჩაის ხის ზეთი

ეს ორგანული პროდუქტი ნატურალური დეზინფექციისთვის ყველაზე საუკეთესო საშუალებაა. უნდა გამოიყენოთ მხოლოდ რამდენიმე წვეთი, რაც საკმარისია ბაქტერიების მოსაშორებლად და არ გაიუარესოთ ფრჩხილის მდგომარეობა.

frenis kompensacia
frenis kompensacia