ჩემმა ქმარმა შეწყვიტა ხვრინვა, მას შემდეგ რაც ეს სასმელი დავალევინე

1963

ჩემმა ქმარმა შეწყვიტა ხვრინვა, მას შემდეგ რაც ეს სასმელი დავალევინე

 

რა არის ხვრინვა?

ხვრინვა ძილის დროს სუნთქვის ნორმალური პროცესის დარღვევაა. ეს არის ხმოვანი ფენომენი, რომელიც წარმოიშობა ხახის რბილ ქსოვილებში, შევიწროებულ სასუნთქ გზებში ჰაერის ნაკადის გავლისას და რომელსაც თან ახლავს ხორხისა და ცხვირ-ხახის ვიბრაცია.

ხვრინვას უჩივის ზრდასრული მოსახლეობის 30%-ზე მეტი, მათ შორის - 60 წელს გადაცილებულთა 60%.

სასუნთქი ორგანოების ზოგიერთი ანატომიური თავისებურების გამო ხვრინვისკენ უფრო მეტად - ქალებზე დაახლოებით ათჯერ მეტად - მამაკაცები არიან მიდრეკილნი. ყოველ მეათე მამაკაცს დროდადრო აღენიშნება აპნოე ძილის დროს.

რისი ბრალია ?
ძილის დროს ზედა სასუნთქი გზების კუნთები ეშვება, რის გამოც ისინი სასუნთქი გზების სანათურისკენ მიიწევენ და ახშობენ მას. ხვრინვის დროს დამახასიათებელი ხმიანობის მიზეზია ხახის კედლების, რბილი სასისა და ენის ძირის რხევითი მოძრაობები. ნორმის შემთხვევაში ჩასუნთქვისას გულმკერდის ღრუში უარყოფითი წნევა წარმოიშობა და ჰაერი თავისუფლად მიედინება ფილტვებში.

რამ შეიძლება გამოიწვიოს ხვრინვა?

ხახისა და ენის კუნთების ტონუსის დაქვეითებამ. როცა კუნთები ზედმეტად მოშვებულია, ენა უკან ვარდება, ხახა ჩამოეკიდება და სასუნთქ გზებს ავიწროებს. კუნთების განსაზღვრული ხარისხით რელაქსაცია, მაგალითად, ძილის დროს, ნორმალურია, მაგრამ შესაძლოა, პრობლემა წარმოშვას ალკოჰოლური ან ნარკოტიკული თრობის შემთხვევაში, როცა ადამიანს ღრმად სძინავს.

რბილი ქსოვილების შესივება. ბავშვები, რომლებსაც დიდი ნუშურა ჯირკვლები ან ჰიპერტროფირებული ადენოიდები აქვთ, ხშირად ხვრინავენ. ჭარბი წონის ფონზე კისრის მიდამოში ჭარბად განვითარებული რბილი ქსოვილებიც ავიწროებს სასუნთქ გზებს. იშვიათად ამის მიზეზია კისრის მიდამოს დიდი ცისტა ან სიმსივნური წარმონაქმნი.

გრძელი რბილი სასა ან ნაქი, რომლებიც გასასვლელს ავიწროებს და სუნთქვის დროს ხმაურიანი სარქველივით იქცევა.

ცხვირის გასავლების შევიწროება. დახშულ ცხვირში ჰაერის გატარება დამატებით ძალისხმევას მოითხოვს. ალბათ მიხვდით – ხვრინვა ხშირია წელიწადის ცივ დროს, გაციების სეზონზე. ხვრინვის ერთ-ერთი ყველაზე ხშირი მიზეზი ცხვირის ძგიდის გამრუდებაა.

აი როგორ მოამზადოთ ეს  სასმელი:

რეცეფტი:

Შემადგენლობა:

  • 2 ვაშლი
  • ¼ ლიმონი
  • 2 სტაფილო
  • 1 კოჭას ფესვი
  • ½ ჭიქა წყალი

მომზადების მეთოდი:

ეს ძალიან მარტივია,  ყველა ინგრედიენტი უნდა მოათავსოთ ბლენდერში და დააბლენდეროთ, სანამ არ მიიღებთ გლუვ ნარევს.

გამოყენება:

წვენი უნდა დალიოთ დაძინებამდე რამდენიმე საათით ადრე. გარდა ამისა, უნდა მოერიდოთ შემდეგ საკვებსა და სასმელებს, რადგან მათ შეუძლიათ მდგომარეობა გააუარესონ:

  • დამუშავებული საკვები და სასმელი,
  • შემწვარი საკვები,
  • საკვები, რომლის მონელებაც რთულია,
  • ძალიან ბევრი შოკოლადი,
  • ძალიან ბევრი ალკოჰოლი,

ამ გზით სწრაფად გამოდევნით ლორწოს სასუნთქი გზებიდან და ამცირებთ ხვრინვას. თქვენ საბოლოოდ შეძლებთ მშვიდად  ძილსა და დასვენებას.

frenis kompensacia
frenis kompensacia