ეს სასმელები დაგეხმარებათ თქვენი ღვიძლის გაწმენდაში და ცხიმებისა და ტოქსინების ორგანიზმიდან გამოდევნაში...
ღვიძლს ხშირი წმენდა სჭირდება! ეს თითოეულ ჩვენგანს ეხება. მაშინაც კი, თუ ჯერ კიდევ ახალგაზრდა ხართ, არ დალიოთ ალკოჰოლი და სწორად იკვებეთ! აკონტროლეთ თქვენი შინაგანი ორგანოების ჯანმრთელობა. უყურადღებობამ შეიძლება გამოიწვიოს სერიოული შედეგები!
ჩვენს სხეულს აქვს დაუჯერებელი სტრესი საკვების, განსაკუთრებით სწრაფი კვების პროდუქტების მონელების დროს. ღვიძლი არის ორგანო, რომელიც ყველაზე მეტად იტვირთება. ამიტომ, დროდადრო ძალიან მნიშვნელოვანია დეტოქსიკის გაკეთება. სხეულის გაწმენდა ხელს შეუწყობს ღვიძლის ეფექტურ ფუნქციონირებას.
თუ ღვიძლი არ ფუნქციონირებს სწორად, ეს უარყოფითად მოქმედებს სხვა ორგანოებზე და იწვევს დარღვევებს, დაავადებებს.
ღვიძლი, ადამიანის ორგანიზმის ყველაზე მძიმე ორგანოა, მისი წონა, ზრდასრული ადამიანის წონის 2, 5% შეადგენს, რაც საშუალოდ, 1, 5 კილოგრამის ტოლია.
ეს ორგანო ჩვენს ორგანიზმში 500-ზე მეტ ფუნქციას ასრულებს. ღვიძლის მილიონობით უჯრედი გამუდმებით ამუშავებს სისხლს, რათა მისი სწორი ქიმიური შემადგენლობა უზრუნველყოს. ღვიძლის ფუნქციების დიდი ნაწილი საჭმლის მონელებას უკავშირდება. საკვებით გამდიდრებულ სისხლს ღვიძლი პირდაპირ წვრილი ნაწლავიდან იღებს, სადაც შემადგენლობას აწესრიგებს, სანამ გასუფთავებული სისხლი ჩვეულებრივ შევა მიმოქცევის სისტემაში. მასში ხდება ცილების, ცხიმების და ნახშირწყლების გარდაქმნა, შხამიანი ნივთიერებათა გაუვნებელყოა, რიგი ფერმენტებისა და სხვა ნივთიერებათა, მათ შორის ნაღვლის წარმოქმნა. იგი ასევე ინახავს ვიტამინებსა და რკინას .
მისი მრავალი ფუნქციიდან, მხოლოდ ორი: სისხლის გაფილტვრა და ნაღვლის გამომუშავება რომ გამოვყოთ, უკვე საკმარისი იქნება იმის გასაცნობიერებლად, თუ რას ნიშნავს ღვიძლი ადამიანისთვის და საჭიროა, თუ არა მასზე ზრუნვა – მავნე ნივთიერებებისგან მისი გაწმენდა.
ღვიძლის გაწმენდის სხვადასხვა მეთოდი არსებობს. შემდეგი სასმელები დაგეხმარებათ თქვენი ღვიძლის გაწმენდაში და ცხიმებისა და ტოქსინების ორგანიზმიდან გამოდევნაში.
1. მრავალფეროვანი სასმელი
- 1/2 ლიმონი
- 1 ბულგარული წიწაკა
- 1 ვაშლი
- 1 საშუალო კიტრი
სასიამოვნო წვენი გამოვა შემოთავაზებული ინგრედიენტებით. ანტიოქსიდანტების სწორად მუშაობისთვის მნიშვნელოვანია მისი ნატურალური სახით მიღება.
თუ ამ წვენს ყოველდღიურად 2-3 ჭიქა სვამთ, გაწმენდილი იქნება ღვიძლი და ორგანიზმიდან გამოიყოფა ტოქსინები. თქვენ ასევე გააუმჯობესებთ თქვენს ზოგად მდგომარეობას და მიიღებთ ენერგიის ზრდას.
2. მწვანე ჩაი ციტრუსის არომატით
- ნახევარი ლიმონის წვენი
- ერთი ბანანი
- მწვანე ჩაი 1 ფინჯანი
ძლიერ მწვანე ჩაის ექსტრაქტს შეუძლია სხეულის დეტოქსიკაცია ძალიან სწრაფად.
3. კურკუმას ღვიძლის გამწმენდი სასმელი
- 1 ჭიქა წყალი
- 1/2 ჩაის კოვზი კურკუმა
- პატარა ნაჭერი კოჭა
- ერთი ლიმონის წვენი
ეს სასმელი გაწმენდს თქვენს ღვიძლს და ნაწლავებიდან გამოიტანს ტოქსინებს. ეს ასევე ხელს შეუშლის ნაღვლის კენჭების წარმოქმნას