1980 წლიდან, ზედმეტი წონის მქონე ადამიანთა რიცხვი 40 პროცენტით გაიზარდა. ექიმები, რომლებიც ნატუროპათიული მეთოდით მკურნალობას მისდევენ, მიიჩნევენ, რომ ადამიანები, თუ სწორად კვებას დაიწყებენ, ამ ფაქტს თან თავისთავად მოჰყვება წონაში კლებაც. ზოგიერთი სპეციალისტის აზრით, ბანანი წონაში კლებას უწყობს ხელს.
ბანანის სასმელის რეცეპტი
დაგჭირდებათ ერთი მწიფე გაყინული ბანანი, ერთი ს/კ გახეხილი კოჭა, ერთი ფინჯანი გაყინული მოცვი, ორი ს/კ ახლად დაფქვილი სელი, ნახევარი ფინჯანი ისპანახი და ცოტაოდენი ყინული. გემოვნებით, შეგიძლიათ, სასმელს შაქარი დაუმატოთ. მას შემდეგ, რაც ინგრედიენტებს ერთმანეთში აურევთ, მისი საუზმეზე მიღება შეგიძლიათ.
სასმელის დადებითი თვისებები
კალიუმი, ანტიოქსიდები, ბანანში შემავალი ნატურალური შაქარი და ბოჭკოვანი ნივთიერებები ხელს უწყობს კვებავს ორგანიზმს და მას ენერგიით ავსებს, ასევე, აბალანსებს სისხლში შაქრის დონეს. ბანანი, ასევე, სასარგებლოა საჭმლის მომნელებელი სისტემისთვის. საკვები ნივთიერებებით სავსე ორგანიზმი აღარ ითხოვს არაჯანსაღ საკვებს და ხვდება, კვებისას, როდის უნდა შეჩერდეს. კოჭა აჩქარებს ნივთიერებათა ცვლას და ამცირებს მადას.
როგორც ნებისმიერ შემთხვევაში, შედეგი ყველა ადამიანში განსხვავებულია. თუმცა, ადამიანებმა, რომლებმაც ეს სასმელი მიიღეს, წონაში სწრაფად დაიკლეს. ასევე, კანი უფრო ბრწყინვალე გაუხდათ.