Წაისვით ეს ხელნაკეთი თმის ნიღაბი და დაელოდეთ 15 წუთს - შედეგი შოკში ჩაგაგდებთ !
თმა ცოცხალი სუბსტანციაა რომელსაც თვითწარმოქმნის უნარი აქვს.თითეული თმა შედგება ძირისაგან და ღერძისაგან. ძირი ეს არის თმის ნაწილი, რომელიც ღრმად არის კანში მოთავსებული, ხოლო ღერი, თმის ნაწილი რმელსაც ვხედავთ კანის ზედაპირზე (რასაც ჩვენ საკუთრივ თმას ვუწოდებთ).
თმის ღერში განირჩევა სამი კონცენტრული შრე:
1. გარეთა შრე, კუტიკულა, ქერცლოვანი საფარველი შრე.
2. ქერქოვანი შრე ანუ კორტექსი.
3. მედულარული შრე - ცენტრალური ტვინოვანი ნივთიერება.
- თუ ადამიანის მთელი სიცოცხლის განმავლობაში ნაზარდ თმის ღერებს განვალაგებთ ერთმანეთის მიყოლებით, მთელი სიგრძე გამოვა 1126.5 კილომეტრზე მეტი.
- თმის ღერების რაოდენობა მთელს სხეულზე 5 მილიონზე მეტია, მათი უმრავლესობა არ იზდება 12.7 სმ ზე მეტს სიგრძეში, და 0.09მმ სისქეში.
- თმის ღერის ზრდის სიჩქარე არის დაახლოებით 12.7მმ თვეში, ანუ 15.24 სმ წელიწადში, ანუ 0.00001609კმ/სთში.
- თმის ყოველდღიური ნაზარდი დღეში არის 36.57მ.
- თმის უჯრედები იყოფიან ყოველ 12 სთში.
თმა-მხოლოდ ერთი შეხედვით არის მარტივი, რეალურად, ის ჩვენი ორგანიზმის ერთ-ერთი რთული შემადგენელი ნაწილია. თმა ცოცხლობს და კვდება, ის იზრდება, ცვივა და შემდეგ მის ადგილას (ნორმაში) იზრდება ისეთივე ახალი თმა.
თმის ნიღაბი, რომელზეც ყველა საუბრობს:
ამ ნიღბის ძირითადი ინგრედიენტებია თაფლი და დარიჩინი. ორივე მათგანი დიდ სარგებელს იძლევა როგორც თმისთვის, ასევე სკალპისთვის. ჩვენ ყველას გვაქვს ჩვენს სამზარეულოში, მაგრამ თუ არ გვაქვს, ისინი საერთოდ არ არის ძვირი.
ეს ნიღაბი შეგიძლიათ გამოიყენოთ ნებისმიერი ტიპის თმაზე (ცხიმიანი, მშრალი, ტალღოვანი, სწორი). შეამჩნევთ, რომ ნიღაბი სწრაფად მოქმედებს და შედეგი გადასარევია!
საჭირო ინგრედიენტები:
- 1 ჩაის კოვზი დარიჩინი
- 1/2 ჭიქა ზეითუნის ზეთი
- 1 ჩაის კოვზი თაფლი
მომზადების წესი:
პატარა ქვაბში დაამატეთ 1/2 ჭიქა ზეითუნის ზეთი და დადგით ცეცხლზე. როცა ზეთი საკმარისად გათბება, გადმოდგით ცეცხლიდან და დაუყოვნებლივ მოათავსეთ თასში. შემდეგ დაუმატეთ 1 ჩაის კოვზი დარიჩინი და 1 ჩაის კოვზი თაფლი. ყველაფერი კარგად აურიეთ კოვზით, სანამ ერთგვაროვან მასას არ მიიღებთ.
გამოყენება:
ეს ნარევი სკალპზე ფუნჯით უნდა წაისვათ. ჯერ გაიყავით თმა სავარცხლით და დაიწყეთ წასმა უკნიდან წინ. გააჩერეთ, იმოქმედოს 15 წუთის განმავლობაში. დაიბანეთ თმა შამპუნით და წაისვით კონდიციონერი ჩვეულებისამებრ. გამოიყენეთ ნიღაბი ყოველდღე ერთი კვირის განმავლობაში. განსხვავება ძალიან სწრაფად გამოჩნდება და თქვენი თმა უფრო ჯანსაღი და ძლიერი იქნება, ვიდრე ოდესმე.