მზეზე დამწვრობის თავიდან ასაცილებლად საკმარისია ამ რამდენიმე მარტივი წესის დაცვა!

240

მზეზე დამწვრობის თავიდან ასაცილებლად საკმარისია ამ რამდენიმე მარტივი წესის დაცვა!

რომ არ დავიწვათ რა უნდა გავაკეთოთ:

მზეზე დამწვრობის თავიდან ასაცილებლად საკმარისია რამდენიმე მარტივი წესის დაცვა:

გარუჯვის პერიოდი 07:00-დან 11:00 საათამდე და 17:00-ის შემდგომ. 11:00-დან 17:00 საათამდე მზე ყველაზე მწველია, ამიტომ დამწვრობის მისაღებად სულ მცირე დროც საკმარისია.

არსებობს ასეთი გამოცდილი საშუალებაც - თუ თქვენი ჩრდილი თქვენს სიმაღლეზე ნაკლებია, კვლავ ჩრდილში უნდა დარჩეთ, ჯერ მზეზე გასვლა ადრეა.

შუადღისას მზის გამოსხივება მაქსიმალურია, ამიტომ დახურული სამოსით, თავსაბურავითა და მზისგან დამცავი სათვალით უნდა იაროთ.

სასურველია, თუ მზისგან დამცავი სათვალე შუშის იქნება და არა პლასტიკური, რადგან მზიან ამინდში პლასტიკური სათვალე თვალებს აზიანებს.

თუ მაინც დაიწვით!

  • დაუყოვნებლივ უნდა შეხვიდეთ დახურულ შენობაში, ჩაიცვით მხოლოდ ნატურალური ქსოვილისგან შეკერილი მსუბუქი ტანსაცმელი.
  • მიიღეთ ცივი შხაპი და კანი არ გაიმშრალოთ.
  • ყურადღებით დაათვალიერეთ დამწვრობა. თუ ძლიერი ტკივილი გაქვთ, მოიმატა სხეულის ტემპერატურამ და დაზიანებულ ადგილზე გაჩნდა მტევანზე დიდი თხევადი ბუშტუკები, აუცილებლად უნდა მიმართოთ ექიმს, რადგან ასეთი ხარისხის დამწვრობა შესაძლოა გართულდეს.
  • განსაკუთრებულ ყურადღებას საჭიროებს სახისა და კისრის დამწვრობა, რადგან ზოგჯერ შესაძლებელია მას შედეგად მოჰყვეს შეშუპება და სუნთქვის გაძნელება. ასეთ შემთხვევაში მზად იყავით, რათა დროულად მიმართოთ ექიმს, მით უფრო, თუ დამწვარი ბავშვია.
  • ქავილისა და წვის დასაამებლად შეგიძლიათ გადაივლოთ წყალი, რომელშიც გაზავებული იქნება 3-4 სადილის კოვზი საჭმლის სოდა ან მსუბუქი ვაშლის ძმარი.
  • შემოიხვიეთ ცივ წყალში დასველებული პირსახოცი.
  • აუცილებელია მიიღოთ დიდი რაოდენობით სითხე, გამორიცხულია ალკოჰოლური სასმელები.
  • ტკივილის შესამცირებლად შეგიძლიათ მიიღოთ ჩვეულებრივი ტკივილგამაყუჩებელი აბები.
  • ჩვენ გასწავლით რეცეფტს, რომლის გამოყენებით შეძლებთ ეფექტურად მოუაროთ დამწვარ კანს

რეცეფტის შემადგენლობა:

  • ¼ ჭიქა თაფლი.
  • 1 სუფრის კოვზი ქოქოსის ზეთი
  • 1 სუფრის კოვზი ალოე ვერა

ინგრედიენტები კარგად აურიეთ და შემდეგ გადაიტანეთ ნარევი  შესანახად კონტეინერში.

მომზადება:

  • ჩაასხით სამივე ინგრედიენტი თასში და აურიეთ ხელის მიქსერის გამოყენებით.
  • გაწმინდეთ დამწვრობის ადგილი.
  • წაისვით ხელნაკეთი ლოსიონი დამწვარ ადგილზე და გადააფარეთ ბინტი.
  • შეინახეთ ნარევი ჭურჭელში ოთახის ტემპერატურაზე - არ გაყინოთ და არც მაცივარში  შეიტანოთ ეს პროდუქტი, ქოქოსის ზეთი და თაფლი გამკვრივდება.
frenis kompensacia
frenis kompensacia