თუ ხერხემლის პრობლემა გაქვთ, ჩვენ გთავაზობთ არაჩვეულებრივ რეცეპტს. უნდა ავიღოთ შემდეგი პროდუქტები:

2615

თუ ხერხემლის პრობლემა გაქვთ, ჩვენ გთავაზობთ არაჩვეულებრივ რეცეპტს. უნდა ავიღოთ შემდეგი პროდუქტები:

ხერხემალი სხეულის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ნაწილია. ის დაზიანებისგან იცავს ზურგის ტვინს, უზრუნველყოფს დგომასა და მოძრაობას. სწორედ ამიტომ, მნიშნელოვანია მასზე განსაკუთრებული ზრუნვა. სამწუხაროდ, ხერხემლის სხვადასხვა პრობლემები ბევრ ადამიანს აწუხებს. სწორედ ამიტომ, გასწავლით მარტივ და ეფექტურ ხერხს, თუ როგორ უნდა უმკურნალოთ ხერხემლის პრობლემებს.

ხერხემლის სტრუქტურის შეცვლას, მალებისა და მათ ირგვლივ მდებარე ქსოვილების დაზიანებას ბევრი რამ იწვევს, მათ შორის:

  •  ინფექციები;
  •  ტრავმები;
  •  მაანკილოზებელი სპონდილიტი;
  •  სკოლიოზი;
  •  ასაკთან დაკავშირებული პრობლემები: ხერხემლის სტენოზი და დისკოს თიაქარი.

დაზიანებული, დეფორმირებული ხერხემლის ძვლოვანი ელემენტები შესაძლოა ზურგის ტვინს ან მისგან გამომავალ ნერვებს მიაწვეს. ეს ნერვები მგრძნობიარე და მომოძრავებელი ტოტებისგან შედგება, ამიტომ მათი მიჭყლეტისას თავს იჩენს ტკივილი, ზოგჯერ კი მოძრაობაც იზღუდება.

გავრცელებულ ხერხემლის პრობლემებს შორის არის:

● სქოლიოზი - იგივე ხერხემლის გამრუდება ხშირია მოზარდებში, რადგან ბავშვის სწრაფი ზრდისას კუნთოვანი კარკასი ვერ ეწევა ძვლებს, ეს კი ხერხემლის კუნთებისა და იოგოვანი აპარატის დასუსტებას განაპირობებს. არსებობს I და II ხარისხის -  შედარებით მსუბუქად მიიჩნეული და III და IV - რომელიც სერიოზული პათოლოგიაა და ორგანოთა მთელ წყებას აზიანებს.

● კუზი - მკვეთრად გამოხატული გულმკერდის კიფოზია.ის შეიძლება იყოს როგორც თანდაყოლილი,ასევე შეძენილი.ამ პათოლოგიის გამომწვევ მიზეზებს შორისაა მალთაშუა დისკის დეგენერაცია,ართრიტი,ტრავმა და სხვა.პაციენტს ამ დროს აწუხებს ტკივილი,სისუსტე და ხშირად სუნთქვის გაძნელებაც.

● ლორდოზი - ამ დროს წელის ნორმალური ნადრეკი უფრო ღრმად არის შეწეული.პათოლოგიური ლორდოზი შეიძლება წარმოიშვას კუნთების დისბალანსის,ტრავმისა და სწრაფი ზრდის შედეგად.

თუ ხერხემლის პრობლემა გაქვთ, ჩვენ გთავაზობთ არაჩვეულებრივ რეცეპტს. სცადეთ და ამაში თავად დარწმუნდებით.

უნდა ავიღოთ შემდეგი პროდუქტები:

  • 1 ცალი შავი ქლიავის ჩირი,
  • 5 ცალი გარგარის ჩირი (კურაგა),
  • 5 ცალი ქიშმიში (ყურძნის ჩირი),
  • 5 ცალი ნიგოზი,
  • 5 ცალი ნუში,
  • 1 ცალი ლეღვის ჩირი,
  • 1 ჩაის კოვზი ( ცოტა მეტიც) თაფლი.

ეს უნდა ჭამოთ ყოველ საღამოს, ძილის წინ 1 თვის განმავლობაში. შემდეგ უნდა შეისვენოთ. ეს ყველაფერი შეიცავს ნივთიერებებს, რომლებიც ხელს უწყობს მალებშუა დისკების ქსოვილების აღდგენას და ყოველგვარი მანიპულაციების გარეშე, ხერხემლის მალები თითქმის თავის პირვანდელ მდგომარეობას იბრუნებს, ანიჭებს მათ მეტ ელასტიურობას. გისურვებთ ჯანმრთელობას!

frenis kompensacia
frenis kompensacia