თუ ფეხები გიშუპდებათ, პრობლემის მოგვარებას სახლში ნატურალური რეცეპტების დახმარებით შეძლებთ.

1379

თუ ფეხები გიშუპდებათ, პრობლემის მოგვარებას სახლში ნატურალური რეცეპტების დახმარებით შეძლებთ.

ქვედა კიდურების (ფეხების) შეშუპება შეიძლება მოხდეს მის ნებისმიერ მონაკვეთში: ტერფში, კოჭში, მუხლში, ბარძაყში. ფეხების შეშუპება გამოწვეულია ორგანიზმში ჭარბი სითხის დაგროვებით ან ადგილობრივად, ფეხის დაზიანებული ქსოვილების ან სახსრების ანთებით.

ფეხის შეშუპების მრავალი მიზეზი, როგორიცაა – ფეხზე დიდხანს დგომა ან ჯდომა, ან ტრავმული დაზიანება ადვილი ამოსაცნობია და ნაკლებად საშიშია. ზოგჯერ კი ფეხების შეშუპება სერიოზული დაავადების ნიშანი შეიძლება იყოს. მაგალითად გულის დავადების ან სისხლძარღვში თრომბის წარმოქმნის. როდესაც ფეხის შეშუპება ხდება უცნობი მიზეზის გამო, ან ახასიათებს აშკარად მისთვის უჩვეულო სიმპტომები, როგორიცაა სუნთქვის გაძნელება ან ტკივილი გულის მიდამოში, სასწრაფოდ საჭიროა შეშუპების მიზეზის დადაგენა.

დაურეკეთ სასწრაფო დახმარების ბრიგადას ან მიდით უახლოეს ემერჯენსის განყოფილებაში, თუ თქვენ ფეხის შეშუპებასთან ერთად გაქვთ:

  • - ტკივილი გულის მიდამოში, რომელიც გრძელდება 5–10 წუთზე მეტხანს;
  • - სუნთქვის გაძნელება;
  • - გულის წასვლის ან თავბრუსხვევის გრძნობა;
  • - გონების არევის ან გათიშვის გრძნობა.

მიიღეთ სასაწრაფო გადაუდებელი დახმარება თუ ფეხების შეშუპება დაკავშირებულია ფიზიკურ ტრავმასთან, როგორიცაა, ჩამოვარდნა, სპორტული ტრავმა ან სატრანსპორტო შემთხვევა.

ანთებით მიმდინარე ქვედა კიდურების (ფეხების) შეშუპება შეიძლება განპირობებული იყოს შემდეგი ფაქტორებით: 

  • - აქილევსის მყესის გაწყვეტა
  • - მენისკის დაზიანება
  • - ბეიკერის კისტა (მუხლის სახსართან დაგროვებული სითხე)
  • - კოჭის/ტერფის მოტეხილობა
  • - ფეხის მოტეხილობა
  • - პოდაგრა (ჭარბი შარდმჟავის დაგროვებით გამოქვეული ართრიტი)
  • - ფეხის ინფექცია ან ჭრილობა
  • - მუხლის ბურსიტი (მუხლის სახსრის სითხით სავსე ჩანთის ანთება)
  • - ოსტეოართრიტი.

გთავაზობთ ხალხური მედიცინის ყველაზე ეფქტურ რეცეპტებს, რომლებიც ამ პრობლემას სამუდამოდ დაგავიწყებთ.

არყის ფოთლების რეცეპტი

ორი მუჭა ნედლ არყის ფოთლებს დაასხით 2 ჭიქა მდუღარე წყალი, გააჩერეთ 5-6საათი, მიიღეთ ნახევარი ჭიქა დღეში 3-ჯერ ჭამის წინ.

სტაფილოს რეცეპტი

1 სუფრის კოვზ გახეხილ სტაფილოს დაასხით 1 ჭიქა მდუღარე წყალი, გააჩერეთნახევარი საათით, მიიღეთ ნახევარი ჭიქა დღეში სამჯერ.

ყურძნის ფოთლების რეცეპტი

20-30 ყურძნის დიდ ფოთლებს დაასხით 3 ლიტრი მდუღარე წყალი, გააჩერეთ ნა-ხევარი საათი. შემდეგ გაიკეთეთ ფეხის თბილი აბაზანა, ყოველდღე 15 წუთის განმავ-ლობაში.

საზამთროს კანის რეცეპტი

ავსტრიელი მკურნალის რუდოლფ ბროისის რეცეპტი: საზამთროს გამხმარ კანს დავასხათ წყალი 1:10 ოდენობით, ვადუღოთ 5-7 წუთი, მიიღეთ დღეში სამჯერ ნახევარი ჭიქა. კურსი გრძელდება მდგომარების შემსუბუქებამდე.

frenis kompensacia
frenis kompensacia