სწრაფი, ბიუჯეტური და უგემრილესი ღვეზელი – ეს საიდუმლო რეცეპტი ბებოს რვეულში ვიპოვე და მას შემდეგ ვამზადებ!

483

სწრაფი, ბიუჯეტური და უგემრილესი ღვეზელი - ეს საიდუმლო რეცეპტი ბებოს რვეულში ვიპოვე და  მას შემდეგ ვამზადებ!

კარტოფილის ღვეზელი

ცომი:

  • 1ს/კ საფუარი
  • 1ს/კ შაქარი
  • 1/2ჩ/კ მარილი
  • 0,5ლ წყალი
  • ფქვილი – რამდენსაც შეიზელს
  • 30გრ ზეთი
  • 1,5ჩ/ჭ ზეთი შესაწვავად.

სართი:

1,5კგ კარტოფილი,

2-3 თავი ხახვი,

0,5ჩ/ჭ მცენარეული ზეთი,

პილპილი, მარილი – გემოვნებით.

1. 0,5ლ ნელთბილ წყალში გავხსნათ 1 სუფრის კოვზი საფუარი, 1 სუფრის
კოვზი შაქარი და 1/2 ჩაის კოვზი მარილი. მოვაყაროთ ფქვილი და მოვზილოთ საშუალო სიმაგრის ცომი. ზელვის დროს ხელი დავისველოთ ზეთში გადავაფაროთ ტილო, დავდგათ თბილ ადგილას 1,5-2 საათით, ვიდრე ცომი არ ამოვა.

2. აფუებული ცომი ამოვაგუნდაოთ, დავჭრათ პატარა ნაჭრებად, ამოვავლოთ ფქვილში, სათითაოდ გავაბრტყელოთ.თითოეულზე მოვათავსოთ კარტოფილის გულსართი, მოვუკრათ თავი სიგრძეზე,შევწვათ მდუღარე ზეთში ორივე მხრიდან.

3. მოხარშული კარტოფილი გავფცქვნათ და ჩავზილოთ, დავამატოთ ზეთში მოშუშული წვრილად დაჭრილი ხახვი, შევაზავოთ მარილითა და პილპილით. ამავე ცომითა და ტექნოლოგიით მზადდება სოკოს, კომბოსტოს, ისპანახისა და სხვა გულსართიანი ღვეზელი:

ისპანახის გულსართი მასალა:

  • 2კგ ისპანახი
  • 2 თავი ხახვი
  • 1 კონა ქინძი
  • 100გრ ზეთი
  • წოთელი წიწაკა
  • მარილი გემოვნებით

ისპანახი გადავარჩიოთ, გავრეცხოთ, მოვხარშოთ, გადავიტანოთ საწურზე. როცა
გაცივდება, ხელით გავწუროთ, წვრილად დაგკეპოთ დანით. მოვშუშოთ ზეთში წვრილად დაჭრილ ხახვთან ერთად, დავამატოთ ქინძი, შევაზავოთ მარილითა და წიწაკით

 სოკოს გულსართი:

მასალა:

  • 800გრ სოკო
  • 2თ ხახვი
  • 1/2 ჩ/ჭ ზეთი
  • შავი პილპილი
  • მარილი გემოვნებით.

ზეთში მოვშუშოთ წვრილად დაჭრილი ხახვი, შევურიოთ დაჭრილი სოკო და
მოვშუშოთ ერთად. შევაზავოთ მარილითა და პილპილით.

კომბოსტოს გულსართი:

მასალა:

  • 2კგ კომბოსტო
  • 2თ ხახვი
  • 0,5ჩ/ჭ ზეთი
  • შავი პილპილი
  • მარილი გემოვნებით.

წვრილად დაჭრილი ხახვი მოვშუშოთ ზეთში შევურიოთ ჩალისებურად
დაჭრილი კომბოსტო და გავაჩეროთ ნელ ცეცხლზე. როცა ჩაითუთქება,
დავამატოთ წვრილად დაჭრილი კამა. შევაზავოთ მარილითა და შავი პილპილით.

 ბრინჯის გულსართი:

მასალა:

  • 2ჩ/ჭ ბრინჯი
  • 2 თ ხახვი
  • 0,5ჩ/ჭ ზეთი
  • შავი პილპილი
  • მარილი გემოვნებით.

მოვხარშოთ ბრინჯი და გადავწუროთ; წვრილად დაჭრილი ხახვი მოვშუშოთ ზეთში,
შევურიოთ დაწურული ბრინჯი, შევაზავოთ პილპილითა და მარილით.

 ლობიოს გულსართი:

მასალა:

  • 500გრ წითელი ლობიო
  • 2ც. ხახვი
  • 0,56 ჭ ზეთი
  • მარილი – გემოვნებით.

ლობიო მოვხარშოთ, გადავწუროთ, ამოვზილოთ, დავამატოთ ზეთი და მარილი.

frenis kompensacia
frenis kompensacia