აი როგორ უნდა მოამზადოთ მარტივად იდეალური ფენოვანი ცომი, რომელიც იქნება ძალიან ხრაშუნა და გემრიელი…

5873

აი როგორ უნდა მოამზადოთ მარტივად იდეალური ფენოვანი ცომი, რომელიც იქნება ძალიან ხრაშუნა და გემრიელი...

უსაფუარო ფენოვანი ცომი

უსაფუვრო ცომის მოსაზელად საჭიროა უმაღლესი ხარისხის წმინდად დაფქული
ფქვილი, რომელიც მაღალი წებადობით გამოირჩევა. 1 გაცერით ფქვილი, ჩააღრმავეთ შუაგულში, ჩაასხით წყალი და ჩაახალეთ კვერცხი, დაამატეთ ლიმონმჟავა ან ძმარი, სუფრის მარილი, მოზილეთ ელასტიური ცომი და დაამუშავეთ მანამ, სანამ ხელსა და თასს მოსცილდება.

2. შემდეგ დადეთ ფქვილმოყრილ დაფაზე, დააფარეთ ხელსახოცი და გააჩერეთ 20-30წთ (ამგვარად მომზადებული ცომი უფრო ელასტიურია და უკეთ გააბრტყელებთ).

3. აზილეთ კარაქი ან მარგარინი ერთგვაროვან რბილ მასად, დაამატეთ ფქვილი და კარგად აურიეთ, მიეცით ოთხკუთხედის ფორმა. ცომს ფქვილი მოაფრქვიეთ და გააბრტყელეთ ისე, რომ შუაგული შედარებით სქელი იყოს.

4. გაბრტყელებული ცომის შუაგულში დადეთ ფქვილში აზელილი ცხიმი, დაკეცეთ კონვერტისებურად და გვერდები კარგად მოუკარით.

5. მიღებულ „კონვერტს“ მოაყარეთ ფქვილი და დაიწყეთ გაბრტყელება შუაგულიდან კიდეებისაკენ, ფრთხილად, ზედმეტი დაწოლის გარეშე, გააბრტყელეთ 1-1,5სმ სისქის მართკუთხა ფენად, გაკეცეთ ოთხად 6 დააფარეთ ცომს ოდნავ ნოტიო ხელსახოცი და გააჩერეთ 15-20წთ, შემდეგ ისევ მოაყარეთ ფქვილი და ისევ იმავე სისქეზე გააბრტყელეთ, კვლავ ოთხად დაკეცეთ და მაცივარში შედგით.

ცომს მეტი გაბრტყელება აღარ უნდა, რადგან ფენები ძალიან გათხელდება და დასკდება,
რის შედეგადაც ცხიმი ცომს აერევა და გამოცხობისას ნაწარმს ფორმას დაუკარგავს,
შუალედებში ცომი მცირე ხნით გააჩერეთ, რათა შემდგომი გაბრტყელებისას არ
გაიხეს.

ქვემოთ მოცემული ინგრედიენტები შეგიძლიათ პროპორციულად გაზარდოთ
2ჩ/ჭ ფქვილზე დაგჭირდებათ: 1 ნათალი ჭიქა წყალი, 1/4ჩ/კ მარილი, 15 წვეთი
ლიმონმჟავა, (1/4ჩ/კ-ზე ოდნავ მეტი) ან 1ჩ/კ 3%-იანი ძმარი; ცომში 1 კვერცხის
დამატებაც შეგიძლიათ, ოღონდ წყლის რაოდენობა უნდა შეამციროთ. გაბრტყელების
დროს საჭიროა 300-400გრ ნაღების კარაქი ან მარგარინი და ცოტაოდენი ფქვილი.

ფენოვანი ცომი _ საფუვრით

1. მოზილეთ ცომი საფუვრით (წინასწარ დაყენებული საფუარის გარეშე) და
გააბრტყელეთ 1-1,5სმ მართკუთხა ფენად.

2. ფენის შუაგულში დადეთ დარბილებული კარაქი ან მარგარინი (მთლიანი რაოდენობის 50%). გადააფარეთ ცომის ნახევარი, შემდეგ ისევ დაადეთ ცხიმი და კვლავ გადააფარეთ მას ცომის ფენა. გამოგივათ ცომის 3 ფენა.

3. შემდეგ ცომს ფქვილი მოაყარეთ, გააბრტყელეთ 2-3სმ-ის სისქეზე, მოაცილეთ ზედმეტი ფქვილი და გაკეცეთ ოთხად. კვლავ გააბრტყელეთ და ისევ დაკეცეთ ოთხად, შედეგად მიიღებთ 32-ფენიან ცომს. 2ჩ/ჭ ფქვილით მოზელილ ცომს 200-300გრ ცხიმი სჭირდება, ცომს 32 ფენა უნდა ჰქონდეს, წინააღმდეგ შემთხვევაში, ცხიმი გამოცხობისას გარეთ გამოჟონავს.

100-200 გრ ცხიმისგან ცომის 8-16 ფენა გამოდის, ამ დროს ცომის ფენა ნაცვლად
ოთხისა, სამჯერ უნდა შეკეცოთ. ცომის დამუშავებისას ოთახის ტემპერატურა
20°C-ს უნდა აღემატებოდეს, თუ შედარებით ცხელა, მაშინ ცომი პერიოდულად მაცივარში შედგით. ფენოვანი ცომის კიდეებზე კვერცხს ნუ წაუსვამთ, ცხობისას მაგრდება და ცომის ამოსვლას ხელს უშლის. ასეთი ცომიც ბევრი ნაწარმის დასამ-
ზადებლად გამოიყენება.

მასალა:

  • 2ჩ/ჭ ფქვილი
  • 1ს/კ შაქარი
  • 2ჩ/კ მარილი
  • 1ჩ/ჭ რძე ან წყალი
  • 2 გრ მშრალი საფუარი
  • 200-300 გრ ცხიმი.
frenis kompensacia
frenis kompensacia