პროდუქტები, რომლებიც ათხელებს სისხლს. დროულად შეაჩერე სისხლის შედედების პროცესი!

476

პროდუქტები, რომლებიც ათხელებს სისხლს. დროულად შეაჩერე სისხლის შედედების პროცესი!

სისხლის მდგომარეობაზე ჩვენი ორგანიზმის თითოეული ორგანოს ფუნქციონირებაა დამოკიდებული. სისხლის შედედება შეიძლება განაპირობოს სხვადასხვა მიზეზებმა. სამწუხაროდ, ეს პრობლემა საკმაოდ გავრცელებულია ჩვენს დროში. შედედებული სისხლი ვერ ასრულებს გამართულად მის უმნიშვნელოვანეს სატრანსპორტო ფუნქციას, რის შედეგადაც შეიძლება თავი იჩინოს ჯანმრთელობასთან დაკავშირებულმა უამრავმა სერიოზულმა პრობლემამ.

სისხლი შედგება პლაზმისგან და ფორმიანი ელემენტებისგან. თანაფარდობას პლაზმასა და ამ ელემენტებს შორის ჰემატოკრიტული რიცხვი ეწოდება. როდესაც ირღვევა ამ ნივთიერებების თანაფარდობა და ფრომიანი ელემენტების რაოდენობა აღემატება პლაზმის რაოდენობას, იზრდება ჩვენი სისხლის სიბლანტე.

რეცეპტები სისხლის გასათხელებლად!

ბევრი ადამიანი იყენებს ასპირინს სისხლის გასათხელებლად, მაგრამ ცოტამ თუ იცის, რომ სარგებლის გარდა, ზიანიც მოაქვს. კუჭის კედლებზე მიმაგრებული ასპირინის ნაწილაკები კუჭის კედელს ჭამს და წყლულს წარმოქმნის. ამიტომ,  ტრადიციული მედიცინა ასპირინის ნაცვლად იყენებს ჟოლოსა და შავი მოცხარის ფოთლების ნაყენს.

სალიცილის მჟავა ასევე გვხვდება ბევრ ხილსა და ბოსტნეულში, თუმცა არასაკმარისი რაოდენობით, რათა მნიშვნელოვნად იმოქმედოს სისხლის შედედებაზე.

ასევე უნდა გვახსოვდეს, რომ მნიშვნელოვანია K ვიტამინით მდიდარი საკვების მიღების შემცირება, რადგან ისინი, პირიქით, ხელს უწყობენ შედედებას.  K ვიტამინია ისპანახში, სალათის ფოთოლსა და სხვა საკვებ მწვანილებში. თუ სქელი სისხლი გაქვთ, გაითვალისწინეთ, რომ K ვიტამინით მდიდარი საკვები მას კიდევ უფრო სქელს ხდის.

თევზის ცხიმები ხელს უწყობს არა მხოლოდ სისხლის გათხელებას, არამედ არსებული სისხლის შედედების და სკლეროზული დაფების რეზორბციას. ექიმები გვირჩევენ თევზის ჭამას კვირაში 3-4-ჯერ მაინც. უპირატესობა უნდა მიენიჭოს ცხიმოვან ჯიშებს.

დარწმუნდით, რომ საკვები შეიცავს იოდს (აუცილებლად მიირთვით, რეგულარულად, ზღვის კომბოსტო: გახეხეთ. ამცირებს სისხლის სიბლანტეს, ზრდის სისხლძარღვთა ტონუსს.

სისხლის გათხელებას ხელს უწყობს საკვები, რომელიც შეიცავს ტაურინს, რომელიც ახდენს არტერიული წნევის ნორმალიზებას. უხვად არის ზღვის პროდუქტებსა და  თევზში. რაციონში დაამატეთ ნიგოზი და ნუში (1 სუფრის კოვზი დღეში).

ნივრის ჭამა ამცირებს სისხლის სიბლანტეს. ჩართეთ თქვენს დიეტაში ნესვი, გრეიფრუტი, წითელი ბულგარული წიწაკა და პომიდორი.

frenis kompensacia
frenis kompensacia