მდოგვი შაქრით სასწაულებს ახდენს! არ მეგონა ამ ნარევის ეფექტი ასეთი შესამჩნევი თუ იქნებოდა!

949

მდოგვი შაქრით სასწაულებს ახდენს! არ მეგონა ამ ნარევის ეფექტი ასეთი შესამჩნევი თუ იქნებოდა!

სქელი თმა სულ რაღაც 10 დღეში და ძალიან სწრაფი ზრდა...

მდოგვის ფხვნილი დიდი ხანია ცნობილია, როგორც თმის ზრდის შესანიშნავი სტიმულატორი. გარდა ამისა, ის შთანთქავს ზედმეტ ცხიმს, აუმჯობესებს კანის სისხლის მიმოქცევას, აწესრიგებს ცხიმოვან ჯირკვლებს.

მნიშვნელოვანია, რომ სწორად იქნას გამოყენებული, რათა ზედმეტად არ გამოაშროს თავის კანი და თმის ძირები, არ გამოიწვიოს ქერტლი და ა.შ. თუ თქვენ ხართ ალერგიული ან მგრძნობიარე კანი გაქვთ, მაშინ მდოგვის გამოყენება განსაკუთრებული სიფრთხილით უნდა მოხდეს. ამ შემთხვევაში სჯობს მას დაუმატოთ ზეითუნის ან ნუშის ზეთი, კვერცხის გული, კეფირი.

მდოგვის ნიღბის რეცეპტი თმისთვის:

საჭირო ინგრედიენტები:

  • 2 ს.კ. მდოგვის ფხვნილი
  • 2 ს.კ. ცხელი წყალი
  • 1 კვერცხის გული
  • 2 ს.კ. ზეითუნის ან ნებისმიერი კოსმეტიკური ზეთი
  • 2 ს.კ შაქარი

მომზადების წესი:

ყველა ინგრედიენტი აურიეთ ერთგვაროვანი მასის მიღებამდე. თმის ეს  ნიღაბი მდოგვით და შაქრით შეგიძლიათ მოამზადოთ კვერცხის გულის გარეშეც, თუ მისი სუნი არ მოგწონთ. კვერცხი შეიძლება შეიცვალოს თაფლით.

წაისვით ნიღაბი, გაყავით თმა ნაწილებად, რადგან მან უნდა იმოქმედოს  თმის ძირებზე. ამავდროულად, შეეცადეთ  თმის ბოლოებზე არ წაისვათ. წასმის შემდეგ დაიხურეთ სპეციალური ქუდი ან ცელოფნით შეიხვიეთ, შემდეგ კი გარედან კიდევ  შემოიხვიეთ პირსახოცი.

აუცილებელია ნიღბის გაჩერება 15 წუთიდან 1 საათამდე. ამ ნიღბის პირველად გაკეთებისას აუცილებლად გაიჩერეთ 15 წუთი მაინც, მაშინაც კი, თუ გეჩვენებათ, რომ თქვენს თავზე ცეცხლია. ამ მოკლე დროში ზიანი არ გექნებათ, მაგრამ თანდათან დაიწყებთ შეგუებას და შეძლებთ ნიღბის შენარჩუნებას 30 წუთი ან მეტხანს, რაც გაცილებით ეფექტურია.

უმჯობესია თმის ბოლოები ზეთით შეიზილოთ, რადგან ეს ნიღაბი აშრობს თმას. კვირაში ერთხელ გააკეთეთ თმის ნიღაბი მდოგვით. თუ თმა ძალიან ცხიმიანია, ამის გაკეთება შეგიძლიათ კვირაში 2-ჯერ, ეს დაგეხმარებათ ცხიმის გამოყოფის შემცირებაში. ზოგადი კურსი უნდა იყოს მინიმუმ 1 თვე. ამ ნიღბის წასმის შედეგად თმა უფრო სწრაფად გაიზრდება, გასქელდება და ბზინვარე იქნება.

frenis kompensacia
frenis kompensacia