8 საიდუმლო რეცეპტი, როგორ მოვამზადოთ იდეალურად კვერცხი! -ამ მარტივ კერძს შეუძლია წარმოაჩინოს თქვენი კულინარიული უნარები!
კერძი, რომელიც ასე მარტივი გეჩვენებათ, ამ მეთოდებით შეგიძლიათ გააუმჯობესოთ მისი გემო!
ამ მარტივ კერძს შეუძლია წარმოაჩინოს თქვენი კულინარიული უნარები! კვერცხი არის ცილების, ცხიმებისა და ნახშირწყლების შესანიშნავი კომბინაცია. იდეალურად ათქვეფილი კვერცხის მოსამზადებლად, თქვენ უნდა იცოდეთ რამდენიმე მარტივი ხრიკი.
აირჩიეთ სწორი ინგრედიენტები
იდეალური ომლეტისთვის ბევრი ადამიანი იღებს კვერცხს, სანელებლებსა და რძეს, მაგრამ შეფ-მზარეულები გვირჩევენ ნარევს ცოტაოდენი კრემი დავამატოთ. ასე ომლეტი გახდება მსუბუქი, ჰაეროვანი, კარგად ამოდის.
უარი თქვით მცენარეულ ზეთზე
კვერცხი რომ გემრიელი გამოვიდეს, ტაფაზე გაადნეთ კარაქი და ამის შემდგომ დაასხით კვერცხი. იგი იქნება ბევრად არომატული და გემრიელი.
არ შეწვათ
დიახ, სწორად გაიგეთ! შემწვარი კვერცხი ძალიან გემრიელი ამ ხერხითაც. თუ ტაფას ზეთით ძალიან გააცხელებთ, კვერცხს დაასხამთ და დაუყოვნებლივ გადმოდგამთ ცეცხლიდან. სულ რაღაც ორ წუთში მიიღებთ შემწვარი კვერცხის სრულყოფილ კონსისტენციას, იქნება ოდნავ თოხლო და ძალიან გემრიელი.
კვერცხის ტარტალეტები
225 გრ. ფქვილს შეურიეთ მარგარინი, მოაყარეთ მარილი. თანდათან, დაამატეთ 2 ს/კ ცივი წყალი და მოზილეთ ცომი. ცომისაგან 4 ბურთულა გააკეთეთ, დადეთ ფქვილ მოყრილ დაფაზე, გააბრტყელეთ და ჩადეთ სპეციალურ ფორმებში. რგოლებად დაჭრილი ხახვი შეწვით ზეთში და დააწყვეთ გამზადებულ ტარტალეტებზე. კვერცხი ოდნავ ათქვიფეთ, შეურიეთ მარილი, პილპილი და გახეხილი ყველი. მასა ხახვს დაადეთ და წინასწარ, 200 გრადუსზე გაცხელებულ ღუმელში, ნახევარი საათის განმავლობაში გამოაცხვეთ.
კვერცხი პომიდვრის სოუსში
რამდენიმე მოხარშულ კვერცხს შუაზე ვჭრით. გამოვაცლით გულს. გამოღებულ შიგთავსს დავსრესთ და დავუმატებთ მოთუშულ ხახვს, კუბიკებად დაჭრილ ბულგარულსს, დანაყულ ნიორთან და მწვანილებთან ერთად. მიღებულ მასას მოვაყრით ხმელ სუნელებს, მარილსა და შავ პილპილს. მოვასხამთ მაიონეზს და ერთმანეთში კარგად ავურევთ.
შემდეგ, მას ბურთების ფორმას მივცემთ და შუაზე გაჭრილ კვერცხს ბურთულებით ამოვავსებთ. თუმცა, ამით ყველაფერი არ მთავრდება. ჩვენმა გემრიელმა სადილმა საბოლოო სახე რომ მიიღოს, პომიდვრის სოუსი უნდა შევკაზმოთ. ამისათვის, საჭიროა მოვთუშოთ ხახვი, ბულგარული, გახეხილი პომიდორი, ნიორთან და მწვანილებთან ერთად. დავუმატოთ წყალგარეული ტომატის პასტა, მოვაყაროთ მარილი და პილპილი გემოვნებით.
მორევაღა დარჩა და მზადაა. არ დაგავიწყდეთ, სუფრასთან სანამ მიიტანთ, ამოვსებული კვერცხი სოუსში ჩააწყვეთ. აჯობებს, ასე, წვნიანში გაჟღენთილი მიირთვათ.