თუ თქვენი სამზარეულოს ნიჟარას ხისტი წყლის ლაქები ემჩნევა, მხოლოდ ერთი ინგრედიენტით მათ მოაშორებთ და ეს ნატურალური პროდუქტი არის გამოხდილი თეთრი ძმარი.
ძმარში დასველებული ნაჭერი დააფინეთ ლაქებიან ადგილას, გააჩერეთ იქ 1 საათის განმავლობაში და შემდეგ, სამზარეულოს ღრუბლით, ჭუჭყიანი ადგილები ნაზად გახეხეთ.
ძმრიანი ნაჭერი ისევ შემოახვიეთ დალაქულ ნიჟარას და კვლავ 1 საათით გააჩერეთ. გამოიყენეთ ღრუბელი კიდევ ერთხელ გასახეხად.