აუცილებლად ჩაიწერეთ ეს რეცეპტი თქვენს ბლოკნოტებში. გიზიარებთ ხალხურ მეთოდს, რომლის დახმარებითაც სამუდამოდ დაივიწყებთ მუქ წრეებს თვალების ქვეშ, აკნესა და შავ წერტილებს..

3024

აუცილებლად ჩაიწერეთ ეს რეცეპტი თქვენს ბლოკნოტებში. გიზიარებთ ხალხურ მეთოდს, რომლის დახმარებითაც სამუდამოდ დაივიწყებთ მუქ წრეებს თვალების ქვეშ, აკნესა და შავ წერტილებს..

თვალების ქვეშ ტომრები ადამიანს შესაძლოა გენეტიკურად ერგოს. საქმე ის არის, რომ ქუთუთოების კანსა და კანქვეშა უჯრედებს შორის მდებარეობს თხელი მემბრანა. ბუნება ზოგიერთს სქელ მემბრანას სჩუქნის, ზოგს კი - თხელსა და გამჭვირვალეს. დროთა განმავლობაში მემბრანა თხელდება და ცხიმოვანი ქსოვილი უშუალოდ კანქვეშ აღწევს. როდესაც მემბრანის გათხელება რაიმე მიზეზს უკავშირდება, ბუნებრივი გათხელების პროცესი ჩქარდება, ხოლო ცხიმოვანი ქსოვილის კანქვეშ სწრაფი გადასვლა უპეებთან ტომრების გაჩენას უწყობს ხელს.

თქვენ ალბათ არაერთხელ გსმენიათ საცხობი სოდას სასარგებლო თვისებების შესახებ. ძალიან ეფექტურია საოჯახო საქმეებში, დასუფთავებისთვის, საჭმლის მოსამზადებლად და სხეულის მოსავლელადაც კი.

ეს პროდუქტი ერთ-ერთი საუკეთესო ინგრედიენტია სახის ნიღბის დასამზადებლად. სამუდამოდ დაივიწყებთ მუქ წრეებს თვალების ქვეშ  უძილობის, დაღლილობისა და სტრესის გამო. გარდა ამისა, ჩააცხობრს   თვალის ქვეშ ტომრებს, აკნესა და შავ წერტილებს.

აი, როგორ მოვამზადოთ ეს გასაოცარი სახის ნიღაბი:

საჭირო Ინგრედიენტები:

  • 2 ს.კ. საცხობი სოდა
  • 2 წვეთი ჩაის ხის ზეთი
  • გაწურეთ ნახევარი ლიმონი

მომზადების მეთოდი:

შეუთავსეთ ყველა ინგრედიენტი, სანამ არ მიიღებთ გლუვ, კრემისებრ ნარევს.

გამოყენება

წაისვით ნიღაბი სახეზე და გაიჩერეთ 3 წუთი, ერთი კვირის შემდეგ გაიმეორეთ პროცედურა და გაიჩერეთ ნიღაბი 10 წუთის განმავლობაში. შემდეგ ჩამოიბანეთ წყლით. თუ თქვენ გაქვთ მგრძნობიარე კანი, დაამატეთ მცირე რაოდენობით წყალი ნარევს.

რატომ არის ეს ნიღაბი ეფექტური?

საცხობი სოდა კარგია კანის აქერცვლისა და მკვდარი უჯრედების მოსაცილებლად, ასევე აშორებს სახეზე დაგროვილ ჭუჭყს.

ჩაის ხის ზეთი ძალიან სასარგებლოა, განსაკუთრებით აკნეს დროს. ლიმონის წვენი ამცირებს აკნეს და ასაკობრივ ლაქებს, იცავს მზის დაზიანებისგან.

შედეგით გაოცებული დარჩებით. არ დაგავიწყდეთ ამ მნიშვნელოვანი ინფორმაციის გაზიარება მეგობრებთან და ოჯახის წევრებთან.

თუ თვალებს ტომრების წარმოქმნისადმი მიდრეკილებას ამჩნევთ, ნუღარ დააყოვნებთ, სასწრაფოდ დაიწყეთ ვარჯიში მათ საწინააღმდეგოდ:

  • მაგრად დახუჭეთ და ფართოდ გაახილეთ თვალები. გაიმეორეთ 5-6-ჯერ, 30-წამიანი ინტერვალით.
  • მაგრად დახუჭეთ თვალები, ოღონდ ეცადეთ, არ მოიღუშოთ. თვლაზე `5~ თვალები ფართოდ გაახილეთ და მაღლა აიხედეთ, ისევ 5-მდე დაითვალეთ და თვალების კუნთები მოადუნეთ.
  • თავი სწორად დაიჭირეთ, მიიხედეთ მარცხნივ, დაითვალეთ 5-მდე და გაიხედეთ პირდაპირ, დახუჭეთ თვალები რამდენიმე წამით. ეს მოძრაობანი გაიმეორეთ საპირისპირო მხარეს. ვარჯიში 3-4-ჯერ უნდა შეასრულოთ.
  • აახამხამეთ ორივე თვალი რაც შეიძლება სწრაფად, თვლაზე `10~ მაგრად დახუჭეთ, 4-6 წამის შემდეგ გაახილეთ და მოდუნებულმა გაიხედეთ რომელიმე მხარეს, მოშორებით მდებარე საგნისკენ, უყურეთ 3-5 წამს, შემდეგ მოდუნდით. გაიმეორეთ 3-5-ჯერ.
  • თავი სწორად დაიჭირეთ და გაიხედეთ ჯერ ზევით-ქვევით, შემდეგ - მარჯვნივ-მარცხნივ.
  • ატრიალეთ თვალები წრეზე ასეთი მიმართულებით: ზევით - მარჯვნივ - ქვევით - მარცხნივ, შემდეგ - საპირისპირო მიმართულებით.
  • დახუჭეთ თვალები და მათ შიგნითა კუთხეებზე დაიჭირეთ საჩვენებელი თითი, დააფიქსირეთ კანი ისე, რომ ნაოჭები არ გაუჩნდეს. თვალები მაგრად დახუჭეთ, ხოლო 5-6 წამის შემდეგ ქუთუთოები მთლიანად მოადუნეთ. გაიმეორეთ 10-ჯერ.
frenis kompensacia
frenis kompensacia