კოჭა იგივე ჯანჯაფილი ინდური პროდუქტია, რომელიც დროთა განმავლობაში ამერიკასა და მთელს მსოფლიოში გავრცელდა. დაფქული სახით, სანელებელი მაღაზიებში იყიდება და სხვადასხვა კერძების მოსამზადებლად გამოიყენება.
ჯანჯაფილი წლების განმავლობაში გამოიყენებოდა, როგორც ზღვის ავადმყოფობის და საჭმლის მომნელებელი სისტემის სხვა დაავადებების სამკურნალო საშუალება.
მრავალწლიანმა კვლევებმა ცხადყო, რომ თუ კოჭას ცოტა რაოდენობით ყოველ დღე მიიღებთ ეს იქნება პრევენცია კიბოს, სიბერის, ტკივილის და ჯანმრთელობის სხვა პრობლემების წინააღმდეგ.
რაც შეეხება მის სასარგებლო თვისებებს:
ის ეხმარება ტვინს, რომ აქტიურად იმუშაოს – კოჭას დახმარებით ადამიანის ტვინი უფრო ჯანსაღად ფუნქციონირებს, მას შეუძლია მოერიოს ისეთ რთულ დაავადებებს, როგორებიცაა დემენცია და ალცჰეიმერი.
ანთების საწინააღმდეგო კარგი საშუალებაა – ამ თვისებიდან გამომდინარე ორგანიზმში მიმდინარე ანთების დროს მისი გამოყენება ძალიან კარგ შედეგს მოგცემთ. განსაკუთრებით კარგია ართრიტის დროს.
აუმჯობესებს საკვების მომნელებელი სისტემის მუშაობას – ჯანჯაფილის მიღების შემდეგ ადამიანს შებერილობა ან გაზების დაგროვება აღარ აწუხებს.