სახეზე სხვა ნიღაბი არ გაიკაროთ! ეს არის ნომერ პირველი საშუალება იდეალური კანისთვის!
კანის სრულფასოვანი მოვლა შეუძებელია სხვა და სხვა ნიღბის გამოყენების გარეშე, თუმცა უამრავი ფულის ხარჯვა სულაც არ არის საჭირო! ჩვენ გთავაზობთ სახლის პირობებში მოსამზადებელი ნიღბის რეცეპტს, რომელიც თქვენს კანს სრულიად აღადგენს და გააჯანსაღებს!
ცილა ეფექტურად ჭიმავს სახის კანს და ასუფთავებს მას. გულში კი ბევრი ლეციტინია, რომელიც არბილებს და კვებავს უჯრედებს. ამ ნიღაბის გამოყენება ნებისმიერი ასაკის ქალბატონს შეუძია.
ნიღაბი:
– 1 კვერცხი
– ქაღალდის ხელსახოცები
– ფუნჯი
– ჩანგალი
– 2 ჯამი
მოზადება:
1. გამოაცალკევე ცილა და გული, მოათავსე ისინი სხვა და სხვა ჯამებში. ცილა ცოტათი აურიეთ ჩანგლის დახმარებით
2. გასუფთავებულ სახეზე წაისვით ცილა ფუნჯის დახმარებით. დაჭერით ქაღალდის ხელსახოცი და მიიკარით სახეზე. ზემოდან კიდევ ერთი ცილის ფენა გადაისვით.
3. მოიცადეთ 20-30 წუთი და ქაღალდი მყარ საფარად გადაიქცევა.
4.ნიღბის მოშორება დაიწყეთ ნიკაბიდან, მიმართულებით ზემოთ, შესაძლოა მოშორების პროცესი არც ისე სასიამოვნო იყოს, მაგრამ შედეგი ამად ღირს!
5. ათქვიფეთ კვერცხის გული და შეიზილეთ კანზე. დამატებითი კვებისთვის შეგიძლიათ დაუმატოთ რამდენიმე წვეთი ზეითუნის ზეთი ან ქოქოსის ზეთი. 10 წუთის შემდეგ ჩამოიბანეთ.
6. თუ თქვენ მშრალი კანი გაქვთ, ამ ნიღაბის შემდეგ შეიზილეთ მკვებავი კრემი. პროცედურის გამეორება შეგიძლიათ კვირაში 2-ჯერ. გაითვალისწინეთ ჩვენი რჩევა და მიიღეთ იდეალური კანი სახლის პირობებშივე!
სახის კანის მოვლა ჩვენი ყოველდღიურობის ნაწილია. თუმცა, სანამ მასზე ზრუნვას დავიწყებთ, უნდა გავიგოთ, თუ როგორი ტიპის კანი გვაქვს - მშრალი, ცხიმიანი თუ კომბინირებული/მგრძნობიარე. მიუხედავად კანის ტიპისა, ყოველდღიური რუტინა შედგება დილა-საღამოს პროცედურებისგან. თავისმხრივ, პროცედურებიც ოთხ ძირითად ნაწილის მოიცავს:
- გაწმენდა - შევარჩიოთ შესაბამისი გამწმენდი საშუალება, რათა მოვიშოროთ მჭიდროდ ჩამჯდარი ჭუჭყის ნაწილაკები. მშრალი კანის შემთხვევაში სახე დავიბანოთ დღეში არაუმეტეს ორჯერ.
- შრატი - შრატი არის კანის მოვლის საშუალება , რომელიც გაწმენდის შემდეგი ეტაპია. მისი მიზანია კანის დატენიანება, ვიტამინებით გამდიდრება. უზრუნველყოფს კანის ყველაზე რთულად შეღწევადი ნაწილების, ღრმა შრეების დატენიანებასა და ერთფეროვანი ზედაპირის სტრუქტურას. შრატის გამოყენება რეკომენდირებულია დილის საათებში.
- დატენიანება - დატენიანების სხვადასხვა საშუალება არსებობს კანის ტიპის შესაბამისად. ცხიმიანი კანის ტიპის შემთხვევაში რეკომენდირებულია გელ-კრემის და არაკომედოგენული საცხის გამოყენება. მშრალი კანის შემთხვევაში კი არჩევანი მრავალფეროვანია.
- მზისგან დაცვა - მზისგან დამცავი საშუალება SPF 30 (Sun Protection Factor) სასურველია კანზე დავიტანოთ სახლიდან გასვლამდე 15 წუთით ადრე, რათა თავიდან ავიცილოთ მზის სხივების აქტიური ზემოქმედება. მით უფრო თუ თქვენი კანი მიდრეკილია პრობლემურობისკენ ან აკნესკენ.