რატომ მაქვს უნაკლო კანი? ამ ნიღბის შესახებ ბევრს არ გეცოდინებათ!

3465

რატომ მაქვს უნაკლო კანი? ამ ნიღბის შესახებ ბევრს არ გეცოდინებათ!

თქვენ ალბათ არაერთხელ გსმენიათ საცხობი სოდას სასარგებლო თვისებების შესახებ. ძალიან ეფექტურია საოჯახო საქმეებში, დასუფთავებისთვის, საჭმლის მოსამზადებლად და სხეულის მოსავლელადაც კი.

ეს პროდუქტი ერთ-ერთი საუკეთესო ინგრედიენტია სახის ნიღბის დასამზადებლად. სამუდამოდ დაივიწყებთ მუქ წრეებს თვალების ქვეშ  უძილობის, დაღლილობისა და სტრესის გამო. გარდა ამისა, ჩააცხობრს   თვალის ქვეშ ტომრებს, აკნესა და შავ წერტილებს.

აი, როგორ მოვამზადოთ ეს გასაოცარი სახის ნიღაბი:

საჭირო ინგრედიენტები:

  • 2 ს.კ. საცხობი სოდა
  • 2 წვეთი ჩაის ხის ზეთი
  • გაწურეთ ნახევარი ლიმონი

მომზადების მეთოდი:

შეუთავსეთ ყველა ინგრედიენტი, სანამ არ მიიღებთ გლუვ, კრემისებრ ნარევს.

გამოყენება

წაისვით ნიღაბი სახეზე და გაიჩერეთ 3 წუთი, ერთი კვირის შემდეგ გაიმეორეთ პროცედურა და გაიჩერეთ ნიღაბი 10 წუთის განმავლობაში. შემდეგ ჩამოიბანეთ წყლით. თუ თქვენ გაქვთ მგრძნობიარე კანი, დაამატეთ მცირე რაოდენობით წყალი ნარევს.

რატომ არის ეს ნიღაბი ეფექტური?

საცხობი სოდა კარგია კანის აქერცვლისა და მკვდარი უჯრედების მოსაცილებლად, ასევე აშორებს სახეზე დაგროვილ ჭუჭყს.

ჩაის ხის ზეთი ძალიან სასარგებლოა, განსაკუთრებით აკნეს დროს. ლიმონის წვენი ამცირებს აკნეს და ასაკობრივ ლაქებს, იცავს მზის დაზიანებისგან.

შედეგით გაოცებული დარჩებით. არ დაგავიწყდეთ ამ მნიშვნელოვანი ინფორმაციის გაზიარება მეგობრებთან და ოჯახის წევრებთან.

როგორ მოვუაროთ სახის კანს სახლის პირობებში?

სახის კანის მოვლა ჩვენი ყოველდღიურობის ნაწილია. თუმცა, სანამ მასზე ზრუნვას დავიწყებთ,  უნდა გავიგოთ, თუ როგორი ტიპის კანი გვაქვს - მშრალი, ცხიმიანი თუ კომბინირებული/მგრძნობიარე. მიუხედავად კანის ტიპისა, ყოველდღიური რუტინა შედგება დილა-საღამოს პროცედურებისგან.  თავისმხრივ, პროცედურებიც ოთხ ძირითად ნაწილის მოიცავს:

  1. გაწმენდა -  შევარჩიოთ შესაბამისი გამწმენდი საშუალება, რათა მოვიშოროთ მჭიდროდ ჩამჯდარი ჭუჭყის ნაწილაკები. მშრალი კანის შემთხვევაში სახე დავიბანოთ დღეში არაუმეტეს ორჯერ.
  2. შრატი - შრატი არის კანის მოვლის საშუალება , რომელიც გაწმენდის შემდეგი ეტაპია. მისი მიზანია კანის დატენიანება, ვიტამინებით გამდიდრება. უზრუნველყოფს კანის ყველაზე რთულად შეღწევადი ნაწილების, ღრმა შრეების დატენიანებასა და ერთფეროვანი ზედაპირის სტრუქტურას. შრატის გამოყენება რეკომენდირებულია დილის საათებში.
  3. დატენიანება - დატენიანების სხვადასხვა საშუალება არსებობს კანის ტიპის შესაბამისად. ცხიმიანი კანის ტიპის შემთხვევაში რეკომენდირებულია გელ-კრემის და არაკომედოგენული საცხის გამოყენება. მშრალი კანის შემთხვევაში კი არჩევანი მრავალფეროვანია.
  4. მზისგან დაცვა - მზისგან დამცავი საშუალება SPF 30 (Sun Protection Factor) სასურველია კანზე დავიტანოთ სახლიდან გასვლამდე 15 წუთით ადრე, რათა თავიდან ავიცილოთ მზის სხივების აქტიური ზემოქმედება. მით უფრო თუ თქვენი კანი მიდრეკილია პრობლემურობისკენ ან აკნესკენ.
frenis kompensacia
frenis kompensacia