შავი წრეები თვალების გარშემო ბევრი მანდილოსნის პრობლემაა, მისი მოგვარება კი ძალიან მარტივადაა შესაძლებელი.
ალბათ გაგიკვირდებათ, მაგრამ შავი წრეების წინააღმდეგ იდეალურად იბრძვის სოდა.
რეცეპტი:
ერთ ფინჯან ცხელ წყალში 1 ჩ/კ სოდა ჩაყარეთ. კარგად აურიეთ და ორი ბამბის საფენი დაასველეთ ნაზავში, ამის შემდეგ კი თვალის გარშემო 15 წუთით დაიფინეთ. შემდეგ, სახე თბილი წყლით დაიბანეთ, ბოლოს, გირჩევთ, რომ სახის მკვებავი წაისვათ.
თქვენ შეგიძლიათ ეს პროცედურა ყოველ ღამე, დაძინების წინ ჩაიტაროთ.
სოდის კიდევ ერთი დადებითი მხარე, ისაა, რომ მას შეუძლია კანს აკნე მოაშოროს.
რეცეპტი:
1 ჩ/კ სოდა პატარა ლანგარზე დადეთ, დაასხით ცოტა წყალი და კარგად აურიეთ ერთმანეთში. მთავარია წყალი ბევრი არ მოგივიდეთ, რადგან მასა სქელი უნდა იყოს, რასაც შემდეგ თითით აკნეზე წაისვამთ. სოდა სახეზე რამდენიმე წუთით დაიტოვეთ სახეზე, შემდეგ კი თბილი წყლით დაიბანეთ.