სასიამოვნოდ გაგაოცებთ ამ მცენარის ძლიერი ანთენის საწინააღმდეგო და სამკურნალო თვისებები!

390

სასიამოვნოდ გაგაოცებთ ამ მცენარის ძლიერი ანთენის საწინააღმდეგო და სამკურნალო თვისებები!

ხანში შესულმა ადამიანებმა არც კი იციან, რომ შეუძლიათ მცენარეული საშუალებებით დაეხმარონ საკუთარ ჯანმრთელობას, კერძოდ -  სისხლძარღვებს, გულს, ნერვულ სისტემას. მე ყველას ვურჩევ ამ მიზნით ბაბუაწვერას გამოყენებას.

სულერთია, მცენარე ყვავილობის პერიოდშია თუ არა. მკურნალობისთვის გამოგადგებათ მცენარის ფოთლებიც, ფესვებიც. მაისიდან ოქტომბრამდე ვსვამ ბაბუაწვერას ფოთლებისა და ფესვების წვენს.

მცენარეს ვატარებ ხორცსაკეპ მანქანაში, ვწურავ, ვსვამ 30-50 წვეთს დღეში 4-ჯერ, ჭამის წინ. ბაბუაწვერას წვენი ამაგრებს სისხლძარღვების კედლებს. განსაკუთრებით კარგად მოქმედებს თავის ტვინის სისხლძარღვებზე — იცავს ადამიანს სკლეროზისგან, აუმჯობესებს მეხსიერებას, ამშვიდებს ნერვებს, აწესრიგებს ძილს, საერთოდ, აწესრიგებს ჯანმრთელობას.

ექიმის კომენტარი:

ბაბუაწვერა 50-60 სმ სიმაღლის მრავალწლიანი ბალახოვანი მცენარეა. საქართველოს თითქმის ყველა კუთხეში გვხვდება. სამკურნალო თვისებები აქვს მცენარის ფესვებსა და ფოთლებს. ბაბუაწვერას ფესვები შეიცავს ბიოლოგიურად აქტიურ ნივთიერებებს: სტერინებს, ქოლინს, ნიკოტინის მჟავას, ნიკოტინამიდს, კაუჩუკს, ფისებს, ცვილს, ინულინს, ცხიმოვან მჟავას, ორგანულ მჟავებს. ბაბუაწვერას ხალხურ მედიცინაში, ძირითადად, კუჭ-ნაწლავის ტრაქტის პათოლოგიების დროს იყენებენ.

იგი აუმჯობესებს საჭმლის მონელებას, აძლიერებს მადას, აღიზიანებს ენისა და პირის ღრუს ლორწოვანი გარსის რეცეპტორებს, რის შემდეგაც აღიგზნება კვების ცენტრი, რაც ააქტიურებს კუჭის წვენისა და სხვა საჭმლის მომნელებელი ჯირკვლების წვენების სეკრეციას.

ბაბუაწვერას აქვს, აგრეთვე, ნაღველმდენი, შარდმდენი, სპაზმების მომხსნელი და საფაღარათო მოქმედება. მკითხველი გვთავაზობს მცენარის ახალგამოწურული წვენის მიღებას გულ-სისხლძარღვთა სისტემის უკეთ მუშაობისთვის, თუმცა ხალხურ მედიცინაში ბაბუაწვერას ამ მიზნით გამოყენება აღნიშნული არ არის.

კარაბადინებში გვხვდება ბაბუაწვერას ფესვების ნაყენის მომზადების რეცეპტი:

1ს/კ ფესვებს დაასხით 1 ჭიქა მდუღარე წყალი და 15 წუთი დადგით მდუღარე წყლის ორთქლზე, თან ურიეთ. შემდეგ გადმოდგით, შეაგრილეთ ოთახის ტემპერატურამდე, გადაწურეთ და მიიღეთ 1/3 ჭიქა 3-ჯერ დღეში, ჭამამდე 15 წუთით ადრე, როგორც ნაღველმდენი და საჭმლის მონელების გასაუმჯობესებელი საშუალება.

თუ ჩვენი შემოთავაზებული რეცეპტი მოგეწონათ და მოამზადეთ, გაგვიზიარეთ თქვენი მოსაზრებები კომენტარებში! 

ჯანმრთელობას გისურვებთ!

frenis kompensacia
frenis kompensacia