ჩიყვის დროს ძალიან კარგი შედეგი აქვს ამ ნარევის მიღებას! ეს არ გეცოდინებათ!

1195

ჩიყვის დროს ძალიან კარგი შედეგი აქვს ამ ნარევის მიღებას! ეს არ გეცოდინებათ!

ტერმინი ჩიყვი კონკრეტულ დაავადებას არ აღნიშნავს. ესაა ფარისებრი ჯირკვლის - კისრის წინა ზედაპირთან მდებარე პეპლის ფორმის პატარა ენდოკრინული ორგანოს - გადიდება.

აღსანიშნავია, რომ ჩიყვი ყველაზე ხშირად ქალებსა და ასაკოვან ადამიანებში გვხვდება. ძირითადად დისკომფორტს არ იწვევს, თუმცა ჯირკვლის მნიშვნელოვანი გადიდებისას გამორიცხული არაა, რომ გაძნელდეს ყლაპვა ან სუნთქვა.

გამომწვევ მიზეზები:

არსებობს მრავალი პათოლოგია, რომლებიც ფარისებრი ჯირკვლის გადიდებას იწვევს, თუმცა ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული მიზეზი - იოდის ნაკლებობაა. იოდის დეფიციტის პირობებში ფარისებრი ჯირკვალი თიროქსინსა და ტრიიოდთირონინს საკმარისი რაოდენობით ვერ წარმოქმნის, რაც თირეოტროპული ჰორმონის ჭარბი სეკრეციისა და, შესაბამისად, ფარისებრი ჯირკვლის გადიდების მიზეზად იქცევა.

ეს საშუალება წამლებთან ერთად მართლა შესანიშნავ შედეგს იძლევა.

აიღეთ 14 ცალი კაკალი, გარეცხეთ, გააშრეთ, დაამტვრიეთ,უღელი შეინახეთ, ნიგოზი მიირთვით. ნაჭუჭი სქელ ნაჭერში გაახვიეთ და ჩაქუჩით კარგად დაჩეჩქვეთ.

შემდეგ ჩაყარეთ ქილაში, დაასხით 0,5 ლ. არაყი, დაახურეთ თავსახური და 7 დღის განმავლობაში დადგით ბნელ, თბილ ადგილას. შემდეგ გადაწურეთ, ჩაასხით მუქი ფერის ბოთლში და შედგით მაცივარში. სვით დილაობით, უზმოზე, თითო სადილის კოვზი ერთი თვის განმავლობაში.

მრავალკვანძოვანი ჩიყვის დროს:

ერთ ჭიქა კაკლის უღელს დაასხით 0,5 ლ არაყი, აურიეთ და მჭიდროდ დაახურეთ ხუფი. დადგით სიგრილესა და სიბნელეში 30 დღით.

ამის შემდეგ მიიღეთ დილით, უზმოზე, 1-2 საათით ადრე, თითო სუფრის კოვზი. არც წყალი მიაყოლოთ და არც საჭმელი. ნაყენი რომ გათავდება, 10-15 დღე უნდა შეისვენოთ და კურსი გაიმეოროთ.

ამასთან ერთად, ეცადეთ, რაციონი ზღვის პროდუქტებით (თევზით, ზღვის კომბოსტოთი) შეავსოთ. მოერიდეთ მეტისმეტად ცხიმიან, მწარე, ტკბილ, მარილიან საკვებს.

მკურნალობა ბალახებით:

1 ს/კ შავბალახას დაასხით 1 ჩ/ჭ მდუღარე წყალი, დაახურეთ ხუფი და 2 საათი გააჩერეთ. სვით თითო სუფრის კოვზი დღეში 3-5-ჯერ.

მიიღეთ კუნელის წვეთები (იყიდება აფთიაქებშიც) მის წინ.

სცადეთ ეს მეთოდები, რომლებიც ათასობით ადამიანმა გამოსცადა და თავად დარწმუნდებით მათ ეფექტურობაში!

გისურვებთ ჯანმრთელობას!

frenis kompensacia
frenis kompensacia