აი რატომ უნდა მოამზადოთ ეს ნახარში! იგი უებარი ყოფილა მხედველობისთვის! ნეტავ აქამდე მცოდნოდა!

1506

აი რატომ უნდა მოამზადოთ ეს ნახარში! იგი უებარი ყოფილა მხედველობისთვის!

სანამ რეცეპტზე გადავალთ მიმოვიხილოთ მხედველობა და მასთან დაკავშირებული საკითხები. როცა ადამიანს თვალი კარგად უჭრის, რეფრაქცია თანაბარზომიერია, ანუ გარდატეხილი სხივები ბადურაზე ზუსტად ერთ წერტილში - ყვითელ ხალში იკრიბება და მხედველობაც მკაფიოა. მხედველობასთან დაკავშირებული პრობლემები მაშინ იჩენს თავს, როცა რეფრაქცია არათანაბარზომიერი ხდება — სხივების არასწორი გარდატეხის გამო გამოსახულება არა ბადურაზე, არამედ მის წინ ან უკან მიიღება.

განასხვავებენ არათანაბარზომიერი რეფრაქციის ორ ფორმას: ჰიპერმეტროპიას და მიოპიას. ჰიპერმეტროპიის ანუ შორსმხედველობის დროს თვალის სხივების გარდამტეხი ძალა ნორმალურზე სუსტია და გარდატეხისას სხივები ბადურას უკან იკრიბება, მიოპიის ანუ ახლომხედველობის შემთხვევაში კი თვალის ოპტიკურ სისტემაში სხივები ნორმალურზე მძლავრად გარდატყდება და ბადურა გარსის წინ იკრიბება.

ნებისმიერ ასაკში მხედველობის დაქვეითების ყველაზე ხშირი მიზეზი სწორედ რეფრაქციის ნორმალური უნარის დარღვევაა. რაც შეეხება ხანდაზმულ ასაკს, მხედველობის ასაკობრივი დაქვეითების მთავარ მიზეზად სპეციალისტები ორგანიზმის ბუნებრივ დაბერებას მიიჩნევენ, როცა ბადურას თვალის იმ ნაწილში, რომელიც მხედველობის სიმახვილეს უზრუნველყოფს, ირღვევა ნერვული უჯრედების კვება.

გარდა ბიოლოგიური დაბერებისა, ყვითელი ხალის ნერვულ უჯრედთა ფუნქციებს არღვევს:

  • გადატანილი ტრავმა;
  • თვალის ინფექციური და ანთებითი დაავადებები;
  • ახლომხედველობა;
  •  ბადურას კაპილარული სისხლის მიმოქცევის მოშლა;
  • თვალის სკლეროზული ცვლილებები;
  • ასაკის თანამდევ მხედველობის ძლიერ დაქვეითებას ხელს უწყობს თავისუფალი რადიკალები - მავნე მოლეკულები, რომელთა რაოდენობაც ორგანიზმში ასაკის მატებისა და ნივთიერებათა ცვლის ტემპის შენელების კვალდაკვალ იზრდება;
  • მხედველობის მტერი ყოფილა სისხლში ქოლესტერინის მაღალი შემცველობაც.

მხედველობის ასაკობრივ დაქვეითებას რამდენიმე თავისებურება ახასიათებს: უფრო მეტად სუსტ სქესს ემტერება. განსაკუთრებით ადვილად ერევა მწეველებს, ამ უკანასკნელთ მხედველობა არამწეველებზე რამდენჯერმე სწრაფად უქვეითდებათ.

კატარაქტის პროფილაქტიკისთვის, რომელიც ახლა ასე გახშირებულია, ასეთი რეცეპტი მასწავლეს:

  1. 2 ჩ/კ კამის თესლს დაასხით 1 ჭიქა მდუღარე წყალი, დადგით 5 წუთი, გაწურეთ.
  2. შეგრილებულ ნაყენში დასველებული ბამბის ტამპონი დაიფინეთ თვალებზე 15-20 წუთით.
  3. ეს პროცედურა ჩაიტარეთ ერთი თვის განმავლობაში ყოველ მეორე დღეს, ძილის წინ, რათა თვალის დაძაბულობა მოიხსნას.
  4. შემდეგ ერთი თვე შეისვენეთ და გაიმეორეთ.
frenis kompensacia
frenis kompensacia