ღმერთის საჩუქარი, რომელიც კურნავს თირკმელებს და აჯანსაღებს ორგანიზმს! 

722

ღმერთის საჩუქარი, რომელიც კურნავს თირკმელებს და აჯანსაღებს ორგანიზმს! 

დედაჩემს ახალგაზრდობაში თირკმელების ძალიან მძიმე დაავადება ჰქონდა. სულ უფრთხილდებოდა თავს, ცდილობდა, არ გაცივებულიყო, ისეთი არაფერი ეჭამა და გაეკეთებინა, რაც თირკმელებს ავნებდა. დედა ახლა 72 წლისაა, თავს მშვენივრად გრძნობს ზუსტად ამის წყალობით.

ამას ტყის ვაშლს (მაჟალოს) უმადლის. მამაჩემი ყოველ შემოდგომაზე კრეფს მაჟალოს, დედა მას ცოცხლადაც იყენებს, ჩირსაც აკეთებს და ხილფაფასაც. წვრილად დაჭრილი მაჟალოთი გაავსეთ ნახევარლიტრიანი ქილა. შემდეგ ვაშლი ჩაყარეთ მომინანქრებულ ქვაბში, დაასხით 2 ლ წყალი და უშაქროდ მოხარშეთ.

სასურველია, კარგად ჩაიხარშოს — ნახარშს მკვეთრი გემო უნდა ჰქონდეს. სვით თითო ჭიქა ნახარში 3-ჯერ დღეში ერთი თვის განმავლობაში, შემდგომში კი თითო ჭიქა 1-2-ჯერ დღეში, ექვსი თვე. ვისაც თირკმლის მძიმე დაავადება აქვს, შეუძლია ექიმის დანიშნულებაც შეასრულოს და ვაშლითაც იმკურნალოს.

ექიმის კომენტარი:

ველური ანუ ტყის ვაშლი 12 მ-მდე სიმაღლის ხეა, ზოგჯერ ბუჩქადაც იზრდება, ან 2-3 ღერო აქვს. ნაყოფი სხვადასხვა ფორმისაა, 2-დან 5 სმ-მდე დიამეტრისა, უფრო მომწვანო-მოყვითალო, ზოგჯერ წითელიც. ნაყოფს მომჟავო გემო აქვს. იგი მდიდარია ექსტრაქტული ნივთიერებებით, ცილებით, კატექინებით, ორგანული მჟავებით (ღვინის, ლიმონის, ვაშლის, ქლოროგენის, სალიცილის, ბორის, ასკორბინის), პექტინებით, კაროტინით, B ჯგუფის ვიტამინებით, უჯრედისით, შაქრით, რკინისა და ფოსფორის ორგანული ნაერთებით, მიკროელემენტებით (კალიუმი, სპილენძი, რკინა), ცხიმოვანი და ეთერზეთებით, ფიტონციდებით, ფლავონოიდებით.

ბიოაქტიური ნივთიერებების შემცველობით ტყის ვაშლი ბევრ კულტურულ ჯიშს აღემატება. პექტინური ნივთიერებების წყალობით, ვაშლის ნაყენი ხელს უწყობს ორგანიზმიდან შხამებისა და ქოლესტერინის გამოდევნას.

დადგენილია, რომ ვაშლის პექტინი აფერხებს გრიპის ვირუსის განვითარებას. ვაშლის წვენი ხოცავს დიზენტერიის გამომწვევ მიკრობებს. ახალგახეხილი ვაშლი აწესრიგებს კუჭის მოქმედებას, შეკრულობისას გამოაქვს ორგანიზმიდან მარილები, განსაკუთრებით ოქსალატები. სასარგებლოა სიმსუქნის, ჰიპერტონიის, ათეროსკლეროზის, ანემიის, პოდაგრის, შარდკენჭოვანი დაავადების, ქრონიკული რევმატიზმის სამკურნალოდ.

გსმენიათ ამ რეცეპტის შესახებ აქამდე? ან თუ გიცდიათ? თუ არა, მაშინ აუცილებლად სცადეთ და მერწმუნეთ არასოდეს ინანებთ! იგი ყველასთვის მარტივად  გეხმისაწდომია!

ჯანმრთელობას გისურვებთ!

frenis kompensacia
frenis kompensacia