მკურნალობის მეთოდი, რომელიც მოგიხსნის დაღლილობის მუდმივ შეგრძნებას!
განასხვავებენ დაღლილობის ორ სახეს - ფიზიოლოგიურს და პათოლოგიურს.
ფიზიოლოგიური დაღლილობა ვითარდება მეტისმეტი გადაძაბვისა და გადაქანცვის შედეგად. არსებობს ასეთი ტერმინი „მეტალის გადაღლა“. ხანგრძლივი გამოყენებისა და მუდმივი დაძაბულობის შედეგად ლითონიც კი გამოდის მწყობრიდან, ასე რომ, ადამიანის ორგანიზმის გადაღლაში არაფერია გასაკვირი.
ფიზიოლოგიური დაღლილობა, თავის მხრივ, სხვადასხვაგვარია:
- ფიზიკური დაღლილობა, რომელსაც ძლიერი და ხანგრძლივი ფიზიკური დატვირთვა, არადოზირებული ვარჯიში, ფიზიკური გადაძაბვა იწვევს;
- ემოციური დაღლილობა, რომელსაც საფუძვლად ძლიერი სტრესი უდევს. საყვარელ ადამიანთან განშორება, კონფლიქტი, ახლობლის გარდაცვალება და სხვა უარყოფითი ემოციები ხშირად სულიერ ძალთა რყევას, სიცარიელეს, დეპრესიასა და სასიცოცხლო ტონუსის განლევას იწვევს.
- ფსიქიკურ დაღლილობას ძილის დარღვევა, გაღიზიანებადობა, ზოგადი სისუსტე და ნერვული დაძაბულობა ახასიათებს.
- სქესობრივი დაღლილობა, რომლის შედეგადაც ადამიანმა შესაძლოა სრულებით დაკარგოს ინტერესი სექსისადმი, მეტიც — მასზე ფიქრიც კი ზარავდეს.
ჩამოთვლილი მიზეზების გარდა ფიზიოლოგიური დაღლილობა შესაძლოა გამოიწვიოს შემდეგმა ფაქტორებმა:
- არასრულფასოვანმა კვებამ, როდესაც ორგანიზმში ვერ აღწევს ვიტამინებისა და მიკროელემენტების, ცილებისა და საჭირო ამინომჟავების სათანადო ოდენობა;
- ძილის მუდმივმა ნაკლებობამ;
- მზის სინათლის ნაკლებობამ, როდესაც ადამიანს არასათანადო განათების პირობებში, მუდმივად ბნელ, დახშულ შენობაში უხდება მუშაობა;
- ხმაურმა — მუდმივად ჩართული რადიოსა და ტელევიზორის ხმა, ხმამაღალი მუსიკა, ტრანსპორტის ხმაური სენსორული სისტემების გადაძაბვას, გადაღლასა და სმენის აპარატის ფუნქციის დაქვეითებას იწვევს;
- ჭარბმა წონამ;
- სითხის არასაკმარისი ოდენობით მიღებამ;
- ზოგიერთი მედიკამენტის მიღებამ;
- კლიმატურმა პირობებმა — მაგნიტური ქარიშხლების, ტემპერატურისა და ატმოსფერული წნევის მერყეობამ.
ამ პრობლემების გადასაჭრელად გირჩევთ, გამოიყენოთ უძველესი ხალხური რეცეპტი, რომელიც მოგიხსნით უგუნებობას, მოგიწესრიგებთ საჭმლის მონელებას და ნივთიერებათა ცვლას. რეცეპტი იმითაა კარგი, რომ არა აქვს უკუჩვენებები და ასაკობრივი შეზღუდვა.
საჭირო ინგრედიენტები და მომზადების წესი:
- შეურიეთ ერთმანეთს თანაბარი რაოდენობის ცერეცოს, ძირას, კამისა და ქინძის თესლი.
- ნარევის 1 ს/კ-ს დაასხით 2 ჭიქა მდუღარე წყალი, მიიყვანეთ დუღილამდე და წამოადუღეთ დაბალ ცეცხლზე 2 წუთი.
- შემდეგ გადმოდგით და გადაწურეთ.
სვით ნახარში ჩაის მაგივრად დღის განმავლობაში მანამდე, ვიდრე არ იგრძნობთ, რომ არა მხოლოდ განწყობილება გაგიუმჯობესდათ, არამედ თავსაც ძალიან კარგად გრძნობთ და ჯანმრთელობის მდგომარეობაც უწინდელთან შედარებით უკეთესია.