თუ ორგანიზმი დაგისუსტდათ აუცილებლად წაიკითხეთ ეს სტატია! ამის ცოდნა მნიშვნელოვანია!
ორგანიზმის სისუსტისა და დაღლილობის გამომწვევი დაავადებების შესახებ საუბარი არ არის იოლი, ვინაიდან მათი რიცხვი საკმაოდ დიდია. ცხადია, სისუსტესა და დაღლილობას ჯანმრთელი ადამიანიც უჩივის ფიზიკური თუ გონებრივი დატვირთვის შემდეგ.
ეს ჩივილები მხოლოდ მაშინ მიიჩნევა ანომალიად, თუ ქრონიკულია, მეტისმეტად მძიმე ან ხანგრძლივი. ამ შემთხვევაში უნდა ვეძებოთ დაავადება, რომელიც სისუსტით და დაღლილობის შეგრძნებით იჩენს თა
როდესაც ორგანიზმი სუსტადაა, მას რა თქმა უნდა მოძლიერება სჭირდება. როცა ორგანიზმს უჭირს, მაშინ თავის ტვინსაც სჭირდება დამატებითი კვება, რადგან ტვინი აგებს პასუხს ყველა ორგანოს ჯანმრთელობაზე. ამიტომაც კარგი იქნება, თუ ტვინისთვის სასარგებლო ნივთიერებებსაც მივიღებთ.
საკუთარი გამოცდილებით მივხვდი, რომ სულ ცოტა მცდელობაც საკმარისია იმისთვის, რომ იოლად გადავიტანოთ ამინდის მკვეთრი ცვლილება ბევრ ადამიანს ხომ ამინდის სეზონური ცვლილებებისას უმწვავდება თითქმის ყველა ქრონიკული დაავადება. განსაკუთრებით ფრთხილად უნდა ვიყოთ ზამთრის პირზე და გაზაფხულის დადგომისას.
რამდენიმე წელია, ყოველ შემოდგომასა და გაზაფხულზე ვიტარებ პროფილაქტიკურ კურსს მცენარეული რეცეპტით:
- სახეხზე გახეხილ ერთ ცალ მწიფე ვაშლს დაუმატეთ ნახევარი ფორთოხლის წვენი,
- 10 ცალი დარჩეული და დანაყილი ან ხორცსაკეპში გატარებული ნიგოზი და 1 ჩ/კ თაფლი.
- კარგად აურიეთ.
- მიიღეთ თითო ს/კ ნარევი დილას და საღამოს, ჭამამდე, ერთი თვის განმავლობაში.
ნარევი ძალიან გემრიელი და სასარგებლოა, შეიცავს ტვინისთვის საჭირო მიკროელე- მენტებს. ამ უებარი წამლის მიღება ნებისმიერ ასაკში შეგიძლიათ.
ექიმის კომენტარი:
მკითხველის მიერ მოწოდებულ რეცეპტში შემავალი ყველა კომპონენტი მართლაც ეფექტიანი სამკურნალო თვისებებით ხასიათდება. ასეთ კომპონენტთა კომბინაცია გაამდიდრებს ორგანიზმს რკინით, იოდით, C ვიტამინით, B ჯგუფის ვიტამინებით და სხვა ბიოაქტიური ნივთიერებებით, რომელიც უზრუნველყოფენ ორგანიზმის დამცავი ძალებით გაძლიერებას და შეუნარჩუნებენ ადამიანს სტაბილურ ჯანმრთელობას.
ჩვენს მიერ შემოთავაზებული ყველა რეცეპტი შედეგება ნატურალური ინგრედიენტებისგან და არ წარმოადგენს საფრთხეს ადამიანებისთვის.
ჩვენი მიზანია დაგეხმაროთ ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესებაში!
გისურვებთ ჯანმრთელობას!