უკვე დადგენილია, რომ მენოპაუზასთან დაკავშირებული მძიმე დარღვევების თავიდან აცილება შესაძლებელია ხალხური მეთოდებით! ამის ცოდნა ყველა ქალს სჭირდება!
კლიმაქსთან ბრძოლა
უკვე დადგენილია, რომ მენოპაუზასთან დაკავშირებული მძიმე დარღვევების თავიდან აცილება შესაძლებელია სამი ძირითადი მექანიზმით:
I. ჰორმონების დეფიციტის შევსებით;
II. ჯანსაღი ბალანსირებული კვებით;
III. სათანადო ფიზიკური აქტივობით.
- ჰორმონების დეფიციტის შევსებით იზრდება ძვლების სიმკვრივე, თითქმის ნახევრდება გულ-სისხლძარღვთა დაავადებების რისკი, ხოლო შარდის ბუშტთან დაკავშირებული და საშოს სიმშრალის პრობლემების მოგვარება ადგილობრივი მკურნალობითაც (ესტრო- გენშემცველი კრემები და საშოს სანთლები) არის შესაძლებელი.
- ჯანსაღი ბალანსირებული კვება ამ პერიოდში გულისხმობს კალციუმით მდიდარი საკვების მიღებას (თუმცა ესტროგენების დაუხმარებლად კალციუმი ძვლებში ვერ შეკავდება), ცხოველური ცხიმისა და ცომეულის შეზღუდვას. რაციონი სიმსუქნის თავიდან აცილებასაც უნდა ითვალისწინებდეს, ვინაიდან ყოველი ზედმეტი კილოგრამი ზრდის მენჯის ფუძის კუნთების დატვირთვას და აძლიერებს შარდის ბუშტის ფუნქციის მოშლას.
- რეგულარული ფიზიკური ვარჯიში აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას, რაც ხელს უწყობს ძვლებში კალციუმის ცვლას და მნიშვნელოვანი სასიცოცხლო ფუნქციების მქონე ორგანოთა კვებას. შარდის ბუშტის ფუნქციის მოსაწესრიგებლად გამოიყენება მენჯის ფუძის კუნთების მიზანმიმართული ვარჯიშიც.
რას გვირჩევს ხალხური მედიცინა კლიმაქსის დროს:
ჩემი რეცეპტი გამოადგებათ იმ ქალბატონებს, რომლებსაც ახლა უდგათ სქესობრივი ფუნქციის გაქრობის პერიოდი — ვგულისხმობ კლიმაქსს. ამ დროს ქალების უმრავლესობას ჯანმრთელობა უუარესდება, რაც ჰორმონულ ცვლილებებს უკავშირდება.
ეს პერიოდი მეც გამოვიარე — ხან ალები მაწუხებდა, ხან მამცივნებდა, ხან მოწყენილობა მიპყრობდა, ხან მეტისმეტი აღგზნება და უმიზეზო გაღიზიანება. სწორედ ასეთ მძიმე მომენტებში სასწაულმოქმედ წამლად მექცა ბალახეული ჩაი, რომლის მომზადებასაც ახლა გასწავლით:
რეცეპტი:
თანაბარი რაოდენობის :
- მაყვლის ფოთლების,
- შავბალახას,
- კუნელის ყვავილების
- და ბერულას ნარევის 1 ს/კ-ს
დაასხით 1 ჩ/ჭ მდუღარე წყალი, დააყენეთ ჩაი და მიირთვით ნახევარ-ნახევარი ჭიქა 2-ჯერ დღეში. ორ კვირაში თქვენი მდგომარეობა საგრძნობლად გაუმჯობესდება. ჯანმრთელობას გისურვებთ!
ექიმის კომენტარი:
კლიმაქსის წინა პერიოდი მართლაც ბევრ სირთულეს უქმნის ქალბატონებს. ამ სირთულეების დასაძლევად ზოგჯერ საკმაოდ ეფექტიანია მცენარეული საშუალებები. ასეთ დროს საჭიროა მცენარეები, რომლებსაც აქვს სპაზმების მომხსნელი, დამამშვიდებელი, ნივთიერებათა ცვლის მომაწესრიგებელი, ანთების საწინააღმდეგო, ძილის მომგვრელი თვისებები.
გისურვებთ ჯანმრთელობას!