ის რასაც არავინ გეტყვით პირშუშხაზე!!  ამ რეცეპტმა გადაარჩინა უამრავი ადამიანი! სახსრების განხრძლივი ტკივილის დროს გამოიყენეთ ეს!!

4161

ის რასაც არავინ გეტყვით პირშუშხაზე!!  ამ რეცეპტმა გადაარჩინა უამრავი ადამიანი! სახსრების განხრძლივი ტკივილის დროს გამოიყენეთ ეს!!

ყველას, ვისაც სახსრები აწუხებს, ვურჩევ, ზამთრისთვის თადარიგი ადრიდანვე დაიჭიროს. თუ ზამთრის დაწყებამდე ორგანიზმს გამოლექილი მარილებისგან გაწმენდთ, ამინდის ცვლილებასთან დაკავშირებული სახსრების ტკივილი აღარ შეგაწუხებთ და ზამთრის სიცივეს გაცილებით იოლად გადაიტანთ.

ყოველი შემოდგომის მიწურულს ვამზადებ ორგანიზმის მარილებისგან გამწმენდ ნაყენს. ეს ნაყენი ნატურალური საშუალებებისგან მზადდება და გვერდითი ეფექტები არ ახლავს.

რეცეპტი და მომზადების წესი:

  1. 1 კგ ხორსაკეპ მანქანაში გატარებულ პირშუშხას დაასხით 4 ლ ცივი წყალი.
  2. დადგით დაბალ ცეცხლზე,
  3. ადუღეთ 5 წუთის განმავლობაში და გადაწურეთ. შ
  4. ეაგრილეთ და დაუმატეთ 0,5 კგ თაფლი. ს
  5. ვით ყოველდღე თითო ჭიქა.

მკურნალობის კურსს ვიტარებ წელიწადში ორჯერ — შემოდგომასა და გაზაფხულზე. შედეგი მართლაც არაჩვეულებრივია ადრე სახსრები გამუდმებით მწიწკნიდა, ახლა კი არაფერი მაწუხებს. ვატყობ, რომ ამ წამალმა საერთო მდგომარეობაც გამიუმჯობესა. ვფიქრობ, პირშუშხა ვირუსებსაც ებრძვის. მას შემდეგ, რაც ნაყენის სმა დავიწყე, არც ერთხელ არ დამმართნია გრიპი.

ექიმის კომენტარი:

პირშუშხა მდიდარია ანტიმიკრობული მოქმედების მქონე განსაკუთრებული ეთერზეთებით. იგი შეიცავს, აგრეთვე, C ვიტამინს, შაქარს, ფერმენტებს, კაროტინს, ფლავონოიდებს, უამრავ მინერალს (კალციუმს, კალიუმს, რკინას, მაგნიუმს, გოგირდს, ფოსფორს).

ხალხურ მედიცინაში პირშუშხა ძველი დროიდან გამოიყენება, როგორც მადის აღმძვრელი და საჭმლის მონელების გასაუმჯობესებელი საშუალება. ეფექტიანია თირკმლის, ღვიძლის, ნაღვლისა და შარდის ბუშტის პათოლოგიების დროსაც. პირშუშხას იყენებენ ამოსახველებლად ზემო სასუნთქი გზების დაავადებების დროს.

გახეხილი პირშუშხას საფენებს იყენებენ რადიკულიტის, პოდაგრის, რევმატიზმის სამკურნალოდ. პირშუშხას ნაყენი აჩერებს სისხლდენას, აჯანსაღებს სხეულს, ეფექტიანია ინვაზიის დროს. იყენებენ ჩირქოვანი ჭრილობების დასამუშავებლად, ჰიპერტონიის, ღვიძლის დაავადებების სამკურნალოდ.

თაფლი კიდევ უფრო ავსებს ამ უნიკალური მცენარის სამკურნალო თვისებებს. ასე რომ, მკითხველის მიერ მოწოდებული რეცეპტით დამზადებული სამკურნალო საშუალება მართლაც გაგიჯანსაღებთ ორგანიზმს და მოგიხსნით ჯანმრთელობას- თან დაკავშირებულ მრავალ პრობლემას.

frenis kompensacia
frenis kompensacia