მას შემდეგ, რაც მკურნალობის ამ მეთოდს მივმართე, აღარც გული მაწუხებს, მეხსიერებაც გამიუმჯობესდა და ჰემოგლობინიც მომიწესრიგდა!!

19254

მას შემდეგ, რაც მკურნალობის ამ მეთოდს მივმართე, აღარც გული მაწუხებს, მეხსიერებაც გამიუმჯობესდა და ჰემოგლობინიც მომიწესრიგდა!!

სანსაღი, მკურნალი საუზმე! ამის შესახებ ყველამ უნდა გაიგოს!

20 წლის განმავლობაში უამრავი გასაჭირი გადავიტანე: დამემართა ინსულტი, დამჭირდა გულის ოპერაცია. თავს ძალიან სუსტად ვგრძნობდი, მაგრამ არ დავნებდი ავადმყოფობებს და ვიბრძოდი ყველანაირი საშუალებით - მათ შორის ხალხური მედიცინის გამოყენებით.

ამ წლების განმავლობაში საკუთარი გამოცდილებით დავადგინე, რომ ჯანმრთელობისთვის საუკეთესო საშუალებაა დილის საუზმე, რომლის შემადგენლობაშიც შედის შემდეგი კომპონენტები:

1. 1 ჩ/კ თაფლი;

2. 10 ცალი გარგრის ჩირი — მასში ბევრია კალიუმი, რომელიც აუცილებელია გულისთვის;

3. შავი ქიშმიში (რამდენიც გნებავთ) — შეგინარჩუნებთ ჰემოგლობინს;

4. 10 ცალი ნუშის გული — სასარგებლოა გულისთვის;

5. 5 ცალი ნიგოზი — აუმჯობესებს მეხსიერებას.

მას შემდეგ, რაც მკურნალობის ამ მეთოდს მივმართე და დილაობით უზმოზე დავიწყე ამ პროდუქტების მიღება, აღარც გული მაწუხებს, მეხსიერებაც გამიუმჯობესდა, ჰემოგლობინიც მომიწესრიგდა და ზოგადად თავს ყველანაირად კარგად ვგრძნობ.

ექიმის კომენტარი:

განვიხილოთ მკითხველის მიერ შემოთავაზებული კომპონენტები:

თაფლს უნივერსალური სამკურნალო თვისებები აქვს. მასში შემავალი ბიოაქტიური ნივთიერებები, მინერალები, ვიტამინები უზრუნველყოფს ორგანიზმს ძალიან ბევრი საჭირო კომპონენტით. ვინც რეგულარულად ხმარობს თაფლს, უფრო ხანგრძლივად ცოცხლობს და ჯანსაღია, ვიდრე ის, ვისაც თაფლი არ უყვარს.

გარგრის ჩირი უხვად შეიცავს კალიუმს, რომელიც გულის კუნთის ერთგვარი საკვებია. შავი ქიშმიში მდიდარია მინერალებით (მათ შორის რკინით), ანტიოქსიდანტური ნივთიერებებით. ნუშის გული ასევე მდიდარია კალიუმით. იგი სასარგებლოა გულისთვის და საშარდე გზებისთვის.

ნიგოზი მდიდარია ვიტამინებით, ანტიანთებითი, ეთეროვანი, მთრიმლავი ნივთიერებებით, ზეთებით. მას თითქმის ყველა ქრონიკული პათოლოგიის პროფილაქტიკისა და მკურნალობისათვის იყენებენ, მაგრამ უნდა გაგაფრთხილოთ, რომ უზმოზე შეიძლება გაამწვავოს სანაღვლე გზების ქრონიკული პათოლოგიები, ამიტომ ვისაც ეს პათოლოგიები აწუხებს, უნდა გაფრთხილდეს.

ჩვენს მიერ შემოთავაზებული რეცეპეტი შედგება ნატურალური ინგრედიენტებისგან და არ წარმოადგენს საფრთხეს ადამიანთა ჯანმრთელობისთვის!

ჩვენი მიზანია დაგეხმაროთ ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესებაში!

გისურვებთ ჯანმრთელობას!

თუ მოგეწონათ სტატია, გაგვიზიარეთ თქვენი შთაბეჭდილებები კომენტარებში!

frenis kompensacia
frenis kompensacia