ჩემმა დედამთილმა შარდის ბუშტის ანთებას ბალახეული ნაყენით უმკურნალა, რომელმაც სასწაული შედეგი გამოიღო!!

1915

ჩემმა დედამთილმა შარდის ბუშტის ანთებას ბალახეული ნაყენით უმკურნალა, რომელმაც სასწაული შედეგი გამოიღო!!

რამდენიმე წლის წინ გავცივდი და მას შემდეგ თავი ვეღარ დავაღწიე ცისტიტს - როგორც კი შემცივდებოდა, მაშინვე მიღიზიანდებოდა შარდის ბუშტი, მეწყებოდა ტკივილი.

კვირაობით გაუნძრევლად ვიწექი. მკურნალობა მშველოდა, მაგრამ დროებით. ჩემი გასაჭირი მეგობრის დედას შევჩივლე. თურმე ოდესღაც ისიც ჩემს დღეში ყოფილა და მცენარეული ნაყენით განკურნებულა.

მეც მასწავლა მისი მომზადება, მე კი თქვენ გასწავლით:

აიღეთ საღამო ხანს :

  1. 1 წილი ვარდკაჭაჭასა
  2. და 1 წილი სალბის ნარევი,
  3. 3 სუფრის კოვზი ჩაყარეთ თერმოსში,
  4. დაასხით 1 ჩ/ჭ მდუღარე წყალი.
  5. დილით ნაყენი გადაწურეთ.
  6. მიიღეთ 3/4 ჩ/ჭ დღეში 4-ჯერ, ჭამამდე ნახევარი საათით ადრე.

მთელი ზაფხული ვსვამდი ამ ნაყენს და შემოდგომაზე ვიგრძენი, რომ საქმე უკეთესობისკენ მიდიოდა. თავს ვუფრთხილდებოდი, რომ არ გავციებულიყავი.

კიდევ რამდენიმე კურსი ჩავიტარე სალბისა და ვარდკაჭაჭას ნაყენით. მას შემდეგ ცისტიტი აღარ გამმწვავებია. არადა ექიმი მეუბნებოდა, დაავადება უკვე ქრონიკულია, აღარ მორჩება და პერიოდულად გამწვავებას უნდა ველოდოთო.

აიღეთ:

  • 200-300 გ სიმინდის ულვაში ან ალუბლის ყუნწი,
  • დაასხით 1 ლიტრი წყალი და ადუღეთ.
  • მიიღეთ თბილი, ნახევარ-ნახევარი ჭიქა დღეში სამჯერ.
  • შეგიძლიათ დაატკბოთ თაფლით.
  • სვით რამდენიმე დღე.

აიღეთ:

  • 200 გ ნიახურის ძირი
  • ჩაყარეთ 1 ლიტრ წყალში
  • და 2-3 წუთს ადუღეთ,
  • გააცივეთ,
  • გადაწურეთ.
  • სვით დღეში სამჯერ სასურველი შედეგის მიღებამდე.

მოამზადეთ ასე:

  1. დაფქვით ყავის საფქვავში კამის თესლი,
  2. 1 სუფრის კოვზფხვნილს დაასხით
  3. 1 ჭიქა მდუღარე წყალი,
  4. 1 საათით გააჩერეთ,
  5. გააგრილეთ და
  6. ნალექითურთ დალიეთ.
  7. სვით 2 კვირა.

აურიეთ ერთმანეთში თანაბარი რაოდენობის თაფლი და ნიახურის თესლი. მიღებული ნარევი საკმაოდ გემრიელია. მიიღეთ 2 კვირის განმავლობაში, დღეში 3-ჯერ თითო ჩაის კოვზი.

აიღეთ:

  • კედრის გირჩები,
  • დააქუცმაცეთ,
  • დაამატეთ იმავე ოდენობის თაფლი.
  • მიიღეთ თითო ჩაის კოვზი დღეში სამჯერ, ორი კვირის განმავლობაში.

ეს ნარევი არა მარტო შარდის ბუშტს, არამედ თირკმლებსაც ასუფთავებს.

ჩვენს მიერ შემოთავაზებული ყველა რეცეპტი შედგება ნატურალური ინგრედიენტებისგან და არ წარმოადგენს საფრთხეს ადამიანთა ჯანმრთელობისთვის!!

ჩვენი მიზანია დაგეხმაროთ ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესებაში!!

გისურვებთ ჯანმრთელობას!!!

frenis kompensacia
frenis kompensacia