გლიცერინი: არ არსებობს უკეთესი პროდუქტი ჯანმრთელობისა და სილამაზისთვის!

1064

გლიცერინი: არ არსებობს უკვეთესი პროდუქტი ჯანმრთელობისა და სილამაზისთვის!

გლიცერინი ან გლიცეროლი- უფერო, ბლანტი (სიროფის მსგავსი)  ჰიგროსკოპიული სითხეა. იგი წარმოადგენს სუბსტანციას მალამოების, ლინიმენტის, სანთლების და სხვა სამკურნალო ფორმების დასამზადებლად. გლიცერინი მუდმივად წარმოიქმნება ორგანიზმში ცხიმების ფერმენტული დაშლის დროს.

გლიცერინი სილამაზის ინდუსტრიის გარდა გამოიყენება მედიკამენტებსა და ფარმაცევტულ პროდუქტებში, კვების მრეწველობაში და ქაღალდისა და ბეჭდვის ინდუსტრიებში. როდესაც საქმე გლიცერინის შეძენას ეხება, საჭიროა ძალიან სიფრთხილე. ბაზარზე შეგიძლიათ ნახოთ როგორც ბუნებრივი გლიცერინი, მიღებული მცენარეული ზეთებისგან, ასევე გლიცერინი, მიღებული სინთეზური წყაროებიდან, როგორიცაა ნავთობის ბაზაზე დაფუძნებული ზეთები. ნატურალური გლიცერინი ჯანსაღია და ტოქსინებისგან თავისუფალია, სინთეზურმა კი შეიძლება დააზიანოს თქვენი სხეული.

აქ მოცემულია გლიცერინის 8 სასარგებლო გამოყენება და თვისებება.

1. უნარჩუნებს კანს ტენიანობას. გლიცერინი ითვლება კანის შესანიშნავ დამატენიანებელ და დამარბილებელ საშუალებად. გლიცერინი წაისვით კანზე თავისუფლად, განსაკუთრებით მშრალ ადგილებში. გესვათ რამდენიმე საათის განმავლობაში. შემდეგ ჩამოიბანეთ თბილი წყლით. გააკეთეთ ეს კვირაში 2 ან 3 ჯერ.

2. ატონიზირებს თქვენს კანს. გლიცერინი კარგი მატონიზირებელია, განსაკუთრებით მშრალი კანისთვის. იგი აღადგენს კანის pH დონეს და ამცირებს ლაქებსა და ნაწიბურებს, ქმნის მას რბილსა და გაცისკროვნებულს. შეურიეთ 1 ჩაის კოვზი გლიცერინი და 2 სუფრის კოვზი ვარდის წყალი. კარგად აურიეთ და ჩაასხით სპრეის ბოთლში. ტონიკი წაისვით გაწმენდილ სახეზე დამატენიანებელი კრემის გამოყენებამდე.

3. კურნავს დამსკდარ ქუსლებს. გლიცერინი ძალზე ეფექტურია ფეხების კანის აღსადგენად და ხელს უშლის მათ გამოშრობას და გაბზარვას. ეს ბუნებრივი დამატენიანებელი ხელს უწყობს ტენიანობის დიდხანს შენარჩუნებას. დაისველეთ ფეხები თბილ საპნიან წყალში 5 წუთის განმავლობაში. გაიხეხეთ ქუსლები, რომ მოიცილოთ მკვდარი კანი, შემდეგ კი გაიშრეთ. წაისვით გლიცერინი ქუსლებზე და რბილად შეიზილეთ რამდენიმე წუთის განმავლობაში. ჩაიცვით წინდები და დაიტოვეთ მთელი ღამით.

4. ხდის ტუჩებს რბილ და გლუვს. გლიცერინი - შესანიშნავია მშრალი და დამსკდარი ტუჩებისთვის. აურიეთ თანაბარი რაოდენობით გლიცერინი და ვარდის წყალი. წაისვით ეს ნარევი ტუჩებზე დღეში რამდენჯერმე, რომ დატენიანდეს.

5. კურნავს პირის ღრუს წყლულისგან. თუ პირის ღრუს წყლული გაქვთ, გლიცერინი დაგეხმარებათ პრობლემის სწრაფად მოგვარებაში. მისი ანტისეპტიკური და სამკურნალო თვისებები ხელს უწყობს ამ დაავადების დამარცხებას. მტკივნეულ ადგილას წაისვით მცენარეული გლიცერინი. გააჩერეთ 30-40 წუთი, შემდეგ კი გამოვლიეთ ცივი წყალი.

6. აჩქარებს ფსორიაზისა და ეგზემის მკურნალობას. ფსორიაზისა და ეგზემის მქონეებს შეუძლიათ გამოიყენონ გლიცერინი, კანის მომაბეზრებელი და უსიამოვნო პრობლემების მოსაშორებლად. გლიცერინი ხელს უწყობს კანის ბარიერის ფუნქციის გაძლიერებას ტენიანობის დაკარგვის თავიდან ასაცილებლად. იგი ასევე იცავს კანს ტოქსინებისა და გამღიზიანებლებისგან, რაც თავის მხრივ ამცირებს ანთებას. გლიცერინი გააზავეთ წყლით 1: 1 თანაფარდობით. წაისვით დაზიანებულ ადგილას ბამბით. 10-15 წუთის შემდეგ ჩამოიბანეთ თბილი წყლით.

7. ხელს უშლის კანის დაბერებას. დამატენიანებელი თვისებების წყალობით, გლიცერინი შესანიშნავად უშლის ხელს ნაოჭების წარმოქმნას და ინარჩუნებს გლუვ და ახალგაზრდულ კანს. შეურიეთ 1 ჩაის კოვზი გლიცერინი და ვიტამინი E ზეთი. ამ ნარევით ნაზად შეიზილეთ სახე და ყელი. დაიბანეთ 15 წუთის შემდეგ.

8. აჯანსაღებს ფრჩხილებს. თუ ფრჩხილების ლაქს ხშირად იყენებთ, შეიძლება შეამჩნიოთ, რომ თქვენი ფრჩხილები მშრალია. გლიცერინი ერთ-ერთი მთავარი ინგრედიენტია, რომელიც გამოიყენება ფრჩხილების სამკურნალოდ. თასში აურიეთ 2 სუფრის კოვზი ვარდის წყალი და 3% წყალბადის ზეჟანგი. დაამატეთ 1 სუფრის კოვზი გლიცერინი და კარგად აურიეთ. გაიწმინდეთ ფრჩხილები ამ ნარევში დასველებული ბამბით. დაელოდეთ 10 წუთი, შემდეგ დაიბანეთ თბილი წყლით. გააკეთეთ ეს კვირაში 2 ან 3 ჯერ.

frenis kompensacia
frenis kompensacia