გიცდიათ ოდესმე პიგმენტური ლაქების მოცილება ამ მეთოდით? გაოცებული ვარ შედეგით!

7075

გიცდიათ ოდესმე პიგმენტური ლაქების მოცილება ამ მეთოდით? გაოცებული ვარ შედეგით!

პირველი ორსულობისას ნივთიერებათა ცვლა დამერღვა, რის გამოც მოგვიანებით სახეზე დიდი მოყავისფრო პიგმენტური ლაქები გამიჩნდა. რა აღარ ვცადე, საკმაოდ მტკივნეულ კოსმეტიკურ პროცედურებზეც კი არ ვამბობდი უარს, მაგრამ ყველა ცდა უშედეგოდ დასრულდა.

შვილი უკვე 15 წლის იყო, როდესაც რამდენიმე ხალხური რეცეპტი აღმოვაჩინე. დაუყოვნებლივ ვცადე და როგორც იქნა, დავისვენე — რამდენიმე თვეში პიგმენტური ლაქების კვალიც კი გაქრა.

ოხრახუშის ნიღაბი

  • აიღეთ ოხრახუშის ძირები და
  • გაატარეთ ხორცსაკებ მანქანაში,
  • რათა დაახლოებით 2 სუფრის კოვზი ფაფა მიიღოთ.
  • ეს ფაფა 20-30 წუთით დაიდეთ მთელ სახეზე.

ნიღაბი 1-2 საათის შემდეგ ჩამოიბანეთ ცივი წყლით და სახეზე ის მკვებავი კრემი წაისვით, რომელსაც ჩვეულებრივ იყენებთ. ეს საშუალება განსაკუთრებით გამოადგებათ 40 წელს გადაცილებულ ქალებს.

შესანიშნავია ნუშის ნიღაბი. მას მათეთრებელი თვისებაც აქვს, ამიტომ მისგან მომზადებულ ლოსიონს ჭორფლისა და პიგმენტური ლაქების მოსაშორებლად დიდი ხანია იყენე- ბენ.

ნიღბის მომზადების წესი ასეთია:

  • ნახევარ ჭიქა ნუშის გულს ასხამენ
  • 1 ჩაის ჭიქა მდუღარე წყალს,
  • 3-5 წუთის შემდეგ წყალს ღვრიან,
  • ნუშს კი ხორცსაკებ მანქანაში ატარებენ.
  • მიღებულ ფაფას ამატებენ ნახევარი ლიმონის წვენს
  • და 1 სუფრის კოვზ ანადუღარ წყალს,
  • კარგად თქვეფენ და იკეთებენ ნიღაბს,
  • რომელსაც 30 წუთის შემდეგ ცივი წყლით ჩამოიბანენ.

ნიღაბი უნდა გაკეთდეს კვირაში ორჯერ 4-5 თვის განმავლობაში.

 ლიმონის ნიღბის მოსამზადებლად:

  • საჭიროა 1 ცალი ლიმონის წვენი,
  • 1 კვერცხის ცილა,
  • 10 გრამი შაქარი
  • და 100 მლ წყალი.

ეს ყველაფერი კარგად უნდა აურიოთ ერთმანეთში და დაიდოთ გაწმენდილ სახეზე, გაწმენდიდან არა უგვიანეს 20-30 წუთისა. უნდა გაიჩეროთ, ვიდრე კარგად არ გაშრება. უნდა მოიცილოთ წყალში დასველებული ბამბის ტამპონით. სახე უნდა გაიწმინდოთ 2 ჩაის კოვზი ლიმონის წვენისა და ნახევარი ჭიქა წყლის ნარევით. ეს პროცედურა უნდა ჩაიტაროთ დღეგამოშვებით.

კანის გათეთრება კიტრსაც შეუძლია, ამიტომ მისი ნიღაბი გამოსადეგია ნებისმიერი ტიპის კანისათვის, ჭორფლიანი იქნება ის თუ სუფთა.

ნიღბის მოსამზადებლად:

  • ახალი კიტრი გახეხეთ წვრილ სახეხზე
  • და დაამატეთ ნებისმიერი მკვებავი კრემი.
  • თუ კანი ცხიმიანია, კიტრის წვენს ვამატებთ იმავე ოდენობის არაყს და 2 საათს ვაჩერებთ.
  • ამ სითხეში ვასველებთ დოლბანდს და ვიდებთ სახეზე.

კურსი 30 ნიღაბს მოიცავს.

შეიძლება კიტრის წვენის შენახვაც:

  • 100 გრამ წვრილად დაჭრილ კიტრს უ
  • ნდა დაასხათ 100 მლ არაყი,
  • 8-10 დღით დადგათ სიბნელეში,
  • შემდეგ გადაწუროთ და
  • დახურული ჭურჭლით შეინახოთ მაცივარში.
frenis kompensacia
frenis kompensacia