ქილაში შენახული ჯანმრთელობა მთელი წლით !მრავალძარღვას ეს ნაყენი 100-ზე მეტ დაავადებას კურნავს! უძველესი სამკურნალო რეცეპტი!
წლებია, კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადება მაქვს. მთელი ცხოვრება მისი მართვაა საჭირო, რეგულარულად პრეპარატების მიღება, რომლებიც ზოგჯერ თავადაც კი აღიზიანებენ კუჭის ისედაც დაზიანებულ ლორწოვან გარსს. ამ შემთხვევაში ჩემი მცველი მრავალძარღვა გახდა, რომელსაც სალბის ბალახთან ერთად სამკურნალოდ ვიყენებ:
აიღეთ ერთნაირი რაოდენობით მრავალძარღვასა და სალბის ბალახი. წვრილად დაჭერით და ერთმანეთში აურიეთ. 1 სადილის კოვზ მცენარეთა ნარევს დაასხით 2 ჭიქა ადუღებული წყალი და ადუღეთ 5 წუთი, შემდეგ ეს ნაყენი 1 საათით გააჩერეთ და მზად არის.
გაზაფხულის დადგომისთანავე, როცა დაავადების გამწვავების რისკი ჩნდება, ვსვამ ნახევარ ჭიქა ნაყენს ერთხელ დღეში და ამას ვაგრძელებ 10 დღის განმავლობაში. შემოდგომაზე, როცა გამწვავების ალბათობა კიდევ უფრო მატულობს, იმავე ნაყენს კვლავ 10 დღის განმავლობაში ვღებულობ, ოღონდ შედარებით გაზრდილი დოზებით – ნახევარი ჭიქის ოდენობით დღეში სამჯერ.
სალბის უნიკალურ თვისებებს უძველესი დროიდანვე აღიარებენ. იმ დაავადებათა ჩამონათვალი, რომლებსაც სალბი კურნავს, საკმაოდ ვრცელია: ნაღვლის ბუშტის ანთება, ბუასილი, ფაღარათი, ენტეროკოლიტი, გასტრიტი, ენტერიტი, მეტეორიზმი, შარდის ბუშტის პათოლოგიები. სალბი წმენდს სისხლს, დადებითად მოქმედებს სასუნთქ სისტემაზე, კანზე. სალბისგან დამზადებული სავლები ეფექტურია ნუშურების, პირის ღრუს ლორწოვანის, ღრძილების ანთებისა და წყლულოვანი ცვლილებების დროს.