რა შემთხვევაში გეკუთვნით ფრენის კომპენსაცია?

227
ფრენის კომპენსაცია
მწვანე ბარათის შევსება
მწვანე ბარათის შევსება

რომელი ავიახაზებისგან შეგიძლიათ ფრენის კომპენსაციის მოთხოვნა.

EC 261 კანონის თანახმად კომპენსაციის დაფარვა დამოკიდებულია ავიაკომპანიის წარმომავლობასა და რეისის მიმართულებაზე. დეტალებისთვის იხილეთ ცხრილი:

მიმართულება/ავიახაზების წარმომავლობა EU-ში რეგისტირებული EU-ს გარეთ რეგისტრირებული
EU-დან EU-ში კომპენსირებადი კომპენსირებადი
EU-დან EU-ს გარეთ კომპენსირებადი კომპენსირებადი
EU-ს გარედან EU-ში კომპენსირებადი არა კომპენსირებადი
EU-ს გარედან EU-ს გარეთ არა კომპენსირებადი არა კომპენსირებადი

 

თქვენ გაქვთ უფლება, მოითხოვოთ ფრენის კომპენსაცია:

  • თუ თქვენი რეისი დანიშნულების ადგილას 3 საათის დაგვიანებით ჩაფრინდა;
  • თუ თქვენი აფრენის ან ჩაფრენის ადგილი ხვდება ზონაში;
  • თუ „ჩექინი“ გაკეთებული გაქვთ დროულად (ფრენამდე მინიმუმ 45 წუთით ადრე);
  • თუ რეისის დაგვიანებას ადგილი ქონდა ბოლო 3 წლის განმავლობაში;
  • თუ დაგვიანება გამოწვეულია ავიაკომპანიის მიზეზით;
  • მაშინაც კი, თუ ავიაკომპანიამ სანაცვლოდ შემოგთავაზათ კვების ან სასტუმროს ვაუჩერი.

რა რაოდენობის ფრენის კომპენსაცია გეკუთვნით რეისის დაგვიანების შემთხვევაში?

ევროკავშირში მოქმედი კანონის  EC 261 თანახმად, თუ ავიარეისის დაგვიანება 3 საათს აღემატება, თქვენ  უფლება გაქვთ მოითხოვოთ ფინანსური კომპენსაცია.

თქვენს მიერ მისაღები კომპენსაციის მოცულობა დამოკიდებულია დაგვიანების ხანგრძლივობასა და რეისის მანძილზე. დეტალებისთვის იხილეთ ცხრილი:

მანძილი/დაგვიანება 3 საათზე ნაკლები 3-4 საათი 4 საათზე მეტი გაუქმებული რეისი
1500 კმ-ზე ნაკლები EUR 250 EUR E250 EUR 250
1500 კმ-ზე მეტი EU ზონაში EUR 400 EUR 400 EUR 400
1500-3500კმ EU ზონის გარეთ EUR 400 EUR 400 EUR 400
3500კმ-ზე მეტი EU ზონის გარეთ EUR 300 EUR 600 EUR 600

 

ფრენის კომპენსაცია ბიზნეს ვიზიტორთა და ოფიციალურ პირთათვის

იმ შემთხვევაშიც კი, თუ რეისის დაგვიანებას საქმიანი ვიზიტის განმავლობაში ქონდა ადგილი, ბილეთი კი თქვენი დამსაქმებლის მიერ იყო შეძენილი, კომპენსაციის მიღების უფლებით სარგებლობთ თქვენ, როგორც დაზარალებული მგზავრი და არა ბილეთის მყიდველი.

საკვების, საკომუნიკაციო საშუალებისა და განთავსების უზრუნველყოფა

EC 261 კანონი ავიაკომპანიას აკისრებს ვალდებულებას, თქვენ, როგორც დაგვიანებული რეისის მგზავრი, საჭროებიდან და პირობებიდან გამომდინარე უზრუნველგყოთ საკვებით და სასმელით. ასევე, გაქვთ უფლება მოითხოვოთ საერთაშორისო ზარის განხორციელება, ელ. ფოსტის ან ფაქსის გაგზავნა და სასტუმროში განთავსებაც კი.

ალტერნატიული რეისი

თუ დაგვიანების პერიოდში, თქვენთვის ხელსაყრელ მიმართულებაზე ხელმისაწვდომია სხვა ავიაკომპანიის რეისი, უფლება გაქვთ დაგვიანებული რეისის ოპერატორს მოთხოვოთ ალტერნატიული ბილეთის შეძენა. ეს უფლება გაქვთ მაშინაც კი, თუ ახალი რეისის კლასი, დაგვიანებულ რეისზე თქვენს მიერ შეძენილი ბილეთის კლასს აღემატება.

ნაღდი ფული თუ სამზგავრო ვაუჩერი

დაგვიანებული რეისის ოპერატორს შეუძლია შემოგთავაზოთ სამგზავრო ვაუჩერი. თუმცა იყავით ყურადღებით – კანონმდებლობის თანახმად, სამგზავრო ვაუჩერის მიღებით თქვენ უარს ამბობთ სამომავლოდ დაგვიანებული ფრენის ანაზღაურებაზე.

დაგვიანებული ფრენის კომპენსაცია 

თუ თქვენმა ფრენამ დაიგვიანა 3+ საათი, ევროკავშირის რეგულაციის მიხედვით თქვენ გეკუთვნით კომპენსაცია 250-600 ევროს ოდენობით.

გადადებული ფრენის კომპენსაცია

თქვენი ფრენა გადაიდო და არ მიგიღიათ გაფრთხილება მინიმუმ 14 დღით ადრე? თქვენ გეკუთვნით კომპენსაცია.

დამაკავშირებელი ფრენის კომპენსაცია

გამოტოვეთ დამაკავშირებელი რეისი ფრენის დაგვიანების გამო? თქვენ შესაძლოა გეკუთვნოდეთ ფრენის კომპენსაცია.

გადაჯავშნილი რეისის კომპენსაცია

დროულად გამოცხადდით რეისზე მაგრამ ვერ მოხვდით თავისუფალი ადგილის არ ქონის გამო? თქვენ ფრენის კომპენსაცია გეკუთვნით.

რეისზე არ დაშვების კომპენსაცია

უარი გითხრეს ბორდინგზე და არ დაასახელეს მიზეზი ან არასაკმარისი მიზეზი გითხრეს? თქვენ გეკუთვნით კომპენსაცია.

დაგვიანებული ბარგის კომპენსაცია

თქვენმა ჩაბარებულმა ბარგმა დაიგვიანა ჩამოსვლა ან დაზიანებული ჩამოვიდა? თქვენ გეკუთვნით კომპენსაცია.

ფრენის კომპენსაცია 250 – 600 ევრომდე

frenis kompensacia
frenis kompensacia