საცხობი სოდა დამეხმარა მომეშორებინა კოჟრები. ის ასევე კარგია დახეთქილი ქუსლების წინააღმდეგაც.
თუ თქვენ განიერი ქუსლები, ზომასთან შეუსაბამო ფეხსაცმელი, გაგანიერებული ვენები, ფეხზე წამოშვერილი ძვლები გაქვთ – თქვენი მშველელი სოდა იქნება.
გაგიზიარებთ რეცეპტს ფეხებისთვის.
დაგჭირდებათ:
• 5 ს/კ საცხობი სოდა
• ცოტაოდენი შხაპის გელი
• რამდენიმე წვეთი ეთერზეთის (მაგალითად, ლიმონის ან ფორთოხლის).
მიღება:
1. რათა ეფექტი გააუმჯობესოთ, ფეხის ქუსლები ჩაყავით ცხელ წყალში 5 წუთის განმავლობაში.
2. ზემოთ მოცემული ინგრედიენტები აურიეთ ისე, რომ ფაფის მსგავსი ნაზავი მიიღოთ. წაისვით ის ფეხების კანზე, თან რბილი მასაჟი გაიკეთეთ ქუსლებზე.
3. თუ ქუსლები ძალიან უხეში გაქვთ, გამოიყენეთ ჯაგრისი ან პემზა.
4. ჩამოიბანეთ სოდა, ხოლო შემდეგ ქუსლებზე დამარბილებელი კრემი წაისვით.
შედეგს სულ რაღაც ორ კვირაში დაინახავთ. იცოდით, რომ სოდა ანტისოკოვანი საშუალებაცაა? სოდის ეს ნიღაბი დაგეხმარებათ გათავისუფლდეთ სოკოსგან და უსიამოვნო სუნისგან.