როდესაც ჩემი სამედიცინო კაბინეტის განახლების დრო დგება, ვცდილობ მთავარი ნივთები არ გადავყარო ხოლმე.
რაც უფრო ასაკი მემატება, უფრო მეტად ვკარგავ ინტერესს ძვირადღირებულ სილამაზის პროდუქტების მიმართ. ზოგჯერ ვერ ვხვდები, რატომ ვხარჯავთ ფულს ლოსიონებსა თუ წამლებში, როცა შეგვიძლია გვქონდეს ერთი მარტივი მრავალფუნქციური ნივთი?
ეს ნივთი ჰამამელისია.
რა არის ჰამამელისი?
ჰამამელისი ყვავილოვანი ბუჩქია ყვითელი ყვავილებით. მისი სითხე აფთიაქებში შეგიძლიათ იყიდოთ. ჰამამელისის გამოყენება სამედიცინო და სილამაზის მხრივ შეიძლება.
ჰამამელისის უპირატესობები
1) ქერტლის წინააღმდეგ
თუ თქვენი თმა ცხიმიანია, პლუს ქერტლიც გაქვთ, ჰამამელისი დაგეხმარებათ. უბრალოდ დაიტანეთ ის შამპუნის წასმამდე.
2) მაკიაჟის მოშორება
თუ მაკიაჟს ატარებთ, ალბათ იცით კიდევაც, რომ დაწოლამდე მისი მოშორება აუცილებელია. ამ შემთხვევაშიც ჰამამელისი დაგეხმარებათ.
3) კოღოს ნაკბენის დროს
მწერების ნაკბენი კანის გაწითლებასა და ქავილს იწვევს. ჰამამელისი გაღიზიანებულ კანს დაამშვენებს. ხოლო თუ მას ნაკბენამდე წაისვამთ, სისხლის მწოველ მწერებსაც დააფრთხობთ.
ეგზემა გაქვთ? ჰამამელისი და ალოე დააბლენდერეთ და პრობლემურ ადგილებში წაისვით.
4) სათვალის გამწმენდი
წყალი და საპონი ტოვებს თავისებურ ლაქებს, ჰამამელისი კი – არა.
5) ნაკაწრები და ნაჩხაპნები
ჰამამელისის დახმარებით, თქვენ გაიყუჩებთ ტკივილს, რომელიც ნაკაწრებისა და ნაჩხაპნების დროს არის გამოწვეული. ის ასევე ანტისეპტიკური საშუალებაა.
6) გაფერმკრთალებული ძვირფასეულობა
ძვირფასეულობის გაფერმკრთალების დროს ჰამამელისი გამოიყენეთ. ის არაჩვეულებრივია ვერცხლისა და ბრინჯაოს ნივთების შემთხვევაში. არ გამოიყენოთ რბილი ქვების დროს.
7) შეშუპებული თვალები
ჰამამელისი შველი შეშუპებულ, დაღლილ, გაღიზიანებულ თვალებს. მეორე დილით თქვენ შედეგს აუცილებლად დაინახავთ!