გთავაზობთ ეფექტურ მეთოდს, რომლის დახმარებით არა მხოლოდ გაიქრობთ ნადებს, არამედ სამომავლოდაც აიცილებთ ქვებისა და სხვა პრობლემების გაჩენას. ყურადღებით გაეცანით ინფორმაციას და გათვალისწინეთ.
ნადების მოშორება
ამ ბუნებრივი ანტისეპტიკების დახმარებით თქვენ შეძლებთ პირის ღრუს დეზინფექციას და გასუფთავებას.
თქვენ დაგჭირდებათ:
– 4 ს/კ ცაცხვის ყვავილი
– 4 ს/კ მშრალი მზესუმზირის ყვავილი, მზესუმზირის მარცვლების გარეშე
– 1 ლ წყალი
მომზადება და გამოყენება:
1. ცხელ წყალში ჩაყარეთ ცაცხვის ყვავილი და დაქუცმაცებული მზესუმზირის ყვავილი, მიიყვანეთ ადუღებამდე, დაელოდეთ ოდნავ გაგრილებას და გაწურეთ. გაისუფთავეთ კბილები ჩვეულებრივი კბილის პასტით, შემდეგ კი გამოივლეთ მომზადებული ნაყენი.
2. გაიმეორეთ პროცედურა დილით და საღამოს, ყოველდღიურად. 1 კვირის შემდეგ შედეგს თავად შეამჩნევთ.
გამომდინარე იქიდან, რომ მზესუმზირის ყვავილი ყოველთვის ხელმისაწვდომი ინგრედიენტი არაა, მისი ჩანაცვლება შეგიძლიათ მუხის ქერქით.
სცადეთ და იზრუნეთ საკუთარ ჯანმრთელობაზე ბუნებრივი ინგრედიენტების დახმარებით!