სახის კანზე ასაკობრივი ცვლილებები არც ერთ ქალს არ ახარებს, პირველივე ნიშნების დროს რეკომენდირებულია სახეზე დროულად ზრუნვა, ბევრი მათგანი ბოტოქსსა და სხვა სახის პროცედურებს მიმართავს, ჩვენ გთავაზობთ ბოტოქსზე ეფექტურ საშუალებას-მოამზადეთ ნიღაბი საკუთარი ხელით და შედეგს თავად დიანახავთ!
ნაოჭების საწინააღმდეგო ნიღაბი სახამებლით
ინგრედიენტები:
– 1-1,5 ს/კ კარტოფილის სახამებელი
– 5 ს/კ სტაფილოს წვენი
– 1 ს/კ არაჟანი
– წყალი
მომზადება:
1. აიღეთ ჭურჭელი/ჯამი და მასში 0,5 ჭ წყალთან ერთად გახსენით კარტოფილის სახამებელი. ჩაასხით ეს კომბინაცია ქვაბში.
2. დაასხით მას 0, 5 ლ ადუღებული წყალი და ხარშეთ შესქელებამდე. დაუმატეთ სტაფილოს წვენი და არაჟანი.
3. კარგათ აურეთ და გააგრილეთ. წაისვით სახეზე თხელ ფენად და გაიჩერეთ 20-25 წუთით.
4. ჩამოიბანეთ თბილი წყლით და წასივით დამატენიანებელი კრემი, ქვაბში დარჩენილი ნიღაბი შეინახეთ მაცივარში.
5. გაიკეთეთ ნიღაბი ყოველ საღამოს 3 დღის განმავლობაში. შეისვენეთ 1 კვირით და კვლავ გაიმეორეთ პროცედურა.