10 ხრიკი, რომელიც თქვენს ხილს და ბოსტნეულს დაობებისგან და დალპობისგან დაიცავს!

641

შეგიხედავთ მაცივარში და აღმოჩენილა, რომ თქვენი ხილი და ბოსტნეული გაფუჭებულა? ჩვენ ყოველთვის ვუშვებთ შეცდომებს, ამას კი იმ ფულის ნაგავში ჩაყრა მოყვება, რომელსაც საჭმელზე ვხარჯავთ.

არსებობს უამრავი რჩევა, რომელიც ამ სიტუაციას თავიდან აგარიდებთ!

არ გარეცხოთ ხილ-ბოსტნეული მაცივარში შედებამდე!

ეს რჩევა უცნაურად მოგეჩვენებათ, მაგრამ გვენდეთ! არ გარეცხოთ ხილი ან ბოსტნეული იქამდე, სანამ მაცივარში შედგამთ. თუ ისინი ჭუჭყიანია, უბრალოდ სველი ქსოვილი გადაუსვით. გარეცხვით იმ ნატურალურ დამცველებს მოაშორებთ, რომლებიც მათ დაობებისგან იცავს.

ხილს და ბოსტნეულს მშრალი გარემო უყვარს!

ნესტი ობს იწვევს. ამის თავიდან ასაცილებლად კონტეინერში მშრალი ხელსახოცი ჩააფინეთ და შემდეგ ხილი ან ბოსტნეული ჩააწყვეთ.

როგორ შევინახოთ ავოკადო?

დაუმწიფებელი ავოკადო სქელ ქაღალდის პარკში ან გაზეთის ფურცლებში მოათავსეთ. შეინახეთ ოთახის ტემპერატურაზე მანამ, სანამ ის არ დამწიფდება. შემდეგ კი მაცივარში შედეთ.

სხვადასხვა ხილი ან ბოსტნეული არ შედოთ მაცივარში!

პომიდორი, წიწაკა და კიტრი ოთახის ტემპერატურაზე უნდა შეინახოთ.
ის ხილი და ბოსტნეული, რომელიც ჯერ მწიფე არ არის, მაცივარში არ უნდა შედოთ, რადგან ისინი ასე მარტივად გაფუჭდება.

ბანანის ღერო შეახვიეთ

ბანანი მაცივარში არ უნდა შედოთ, რადგან ამ დროს ისინი სწრაფად ხდებიან შავი ფერის. ჯობს, ის ოთახის ტემპერატურაზე შეინახოთ, უბრალოდ მათი ღეროები საჭმლის შესაფუთ ცელოფანში შეახვიეთ.

დაჭრილი ან გათლილი ბოსტნეული წყალში შეინახეთ

დაჭრილი და გათლილი ბოსტნეულის (მაგალითად, როგორიცაა სტაფილო ან ნიახური) შენახვა მაცივარში დიდი ხნით შეგიძლიათ. ამისთვის თქვენ დაგჭირდებათ კონტეინერი და ცოტაოდენი წყალი.

ვაშლი კარტოფილთან ერთად შეინახეთ

თუ ერთ ან ორ ცალ ვაშლს კარტოფილში ჩადებთ, ეს უკანასკნელი უფრო დიდი ხნით გაძლებს.

კარტოფილი მზიან ადგილას არ უნდა შეინახოთ!

არასოდეს შეინახოთ კარტოფილი იქ, სადაც ზუსტად მზის სხივები სწვდება. ისინი არა მარტო დალპობას დაიწყებენ, არამედ ჩვენი ჯანმრთელობისთვის ზიანის მომტანი იქნება. ჯობს, შეინახოთ მშრალ, ბნელ ადგილას ხის ყუთებსა თუ კალათებში.

ნიორს და ხახვს ასევე სიბნელე უყვართ

ნივრისა და ხახვის საყვარელი მეგობარი სიბნელეა. შეგიძლიათ ისინი შეინახოთ ქაღალდის ჩანთებში, რომლებსაც უნდა გაუკეთოთ პატარა ხვრელები, რათა ჰაერმა იმოძრაოს.

ხახვი და კარტოფილი სხვადასხვა ადგილას უნდა შეინახოთ!

თუ კარტოფილს და ხახვს ერთად შეინახავთ, კარტოფილს ყლორტები ამოუვა და ჭამად უვარგისი გახდება.

frenis kompensacia
frenis kompensacia