ყველაზე ეფექტური ნიღაბი ნაოჭების წინააღმდეგ– საოცარი შედეგი 5 პროცედურის შემდეგ!
როგორ მოვუაროთ სახის კანს ძვირადღირებული კოსმეტიკური საშუალებების გამოყენების გარეშე? ჩვენ გასწავლით მარტივ და ეფექტურ მეთოდს.
კანის გაახალგაზრდავებისთვის უკეთესია გამოიყენოთ ყველა ისეთი ნიღაბი, რომელიც დაფუძნებულია ნატურალურ ინგრედიენტებზე. ნატურალური რეცეპტები დიდ ეფექტს ახდენს და უფრო მეტიც, ისინი არანაირ გვერდით მოვლენას არ იწვევს. მათი გაკეთება ძალიან მარტივია და ასევე ძალიან ეკონომიურიც. ყურადღება მიაქციეთ რეცეპტების გამოყენებას.
თუ ამ ნიღაბს ძილის წინ 1 საათით ადრე გაიკეთებთ, 5 პროცედურის შემდეგ შედეგს აუცილებლად შეამჩნევთ. ეს საშუალება ეფექტურად ებრძვის ნაოჭებს!
ინგრედიენტები:
1 ს/კ თაფლი
1 ჩ/კ გლიცერინი
1 ს/კ სიმინდის ფქვილი
1 ს/კ მინერალური წყალი
მომზადების წესი:
თაფლი წყლის აბაზანაზე გაათბეთ, შეურიეთ მას გლიცერინი, ფქვილი და წყალი. მიღებული ნარევი სახეზე, კისერზე, ან ხელებზე წაისვით. 20–40 წუთში კი, თბილი გვირილას ნაყენით ჩამოიბანეთ.
თუ ამ ნიღაბს კვირაში ერთხელ მაინც გაიკეთებთ, მერწმუნეთ თქვენს სახეზე ნაოჭებს ვეღარ შეამჩნევთ!
Vau.ge არის სივრცე, რომელიც გთავაზობთ რჩევებს ჯანმრთელობის, თავის მოვლისა და ყოველდღიური საქმიანობის შესახებ. ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ინფორმაცია ისეთი ნატურალური საშუალებებისა და რეცეპტების შესახებ, რომლებიც დაგეხმარებათ გაიუმჯობესოთ ჯანმრთელობა, გახდეთ უფრო ლამაზები და გაიმარტივოთ ყოველდღიური საქმეები. რაც მთავარია, ამ ყველაფერს აკეთებთ სახლში, სიამოვნებას იღებთ პროცესით და ზოგავთ საკმაოდ დიდი თანხას.
ბევრი ინფორმაცია, რომელსაც ჩვენი საიტიდან შეიტყობთ, თქვენი ყოველდურობის ნაწილი გახდება. თქვენს გამოცდილებას გაუზიარებთ ახლობლებსაც და კიდევ უფრო მეტ ადამიანს გავუმარტივებთ ყოველდღიურობას. Vau.ge დაგარწმუნებთ, რომ სულაც არ არის ძვირადღირებული პროცედურები ან პროდუქტები საჭირო იმისათვის, რომ იყოთ ჯანმრთელები, ლამაზები და საუკეთესო დიასახლისები. თქვენ სახლის პირობებშიც შეგიძლიათ მიაღწიოთ სასურველ შედეგებს ისეთი საშუალებების დახმარებით, რომლებიც ყველას სამზარეულოში თუ ეზოში მოიპოვება.
Vau.ge-ზე გამოქვეყნებული რეცეპტები და რჩევები არ არის საზიანო ჯანმრთელობისთვის. თუმცა, სასურველია, რომელიმე სამკურნალო რეცეპტის გამოყენებამდე კონსულტაცია გაიაროთ ექიმთან. ხოლო, სახის ნებისმიერი ნიღბის გამოყენებამდე დარწმუნდით, რომ მასში შემავალ ინგრედიენტებზე არ ხართ ალერგიულები. ამისათვის საჭიროა მომზადებული ნიღაბი პირველ რიგში წაისვათ ხელზე და დაელოდოთ რამდენიმე წუთი. თუ ალერგიული რეაქცია არ მოგცათ, ეს იმას ნიშნავს, რომ თამამად შეგიძლიათ წაისვათ ნიღაბი სახეზე.