ეს ნიღაბი მართლაც აღმოჩენაა. ის მართლაც პროფესიონალურად წმენდს სახის კანს, აცილებს ფერიმჭამელებს და ცხიმგროვებს. ყველა შავი წერტილი ხელსახოცზე რჩება. ათანაბრებს სახის კანის ფერს და არბილებს მას.
ნიღბის მოსამზადებლად დაგჭირდებათ:
– კვერცხის გულისა და ცილის გამაცალკევებელი
– 2 პატარა ჯამი
– მაკრატელი
– კვერცხი
– ჩანგალი ან სხვა რაიმე ცილის ასათქვეფად
– ხელსახოცი. უმჯობესია, გამოიყენოთ ქაღალდის პირსახოცი-რულონი
ხელსახოცი წინასწარ დაჭერით საჭირო ზომის ნაჭრებად
1) კვერცხის ცილა და გული დააცალკევეთ ერთმანეთისგან
2) ერთიცა და მეორეც ათქვიფეთ
3) გაისუფთავეთ სახე
4) ათქვეფილი ცილა წაისვით სახეზე, ზემოდან დაიკარით ხელსახოცები. სანახაობა არც ისე მიმზიდველი გამოდის, თუმცა შედეგად ღირს.
5) კვერცხის ცილა შეგიძლიათ წაისვათ ხელსახოცის ზემოდანაც, მაგრამ ძალიან ბევრიც ნუ მოგივათ, თორემ გვიან გაშრება.
6) ვიცდით 20-30 წუთი, სანამ სრულად არ გაშრება ნიღაბი და ხელსახოცი არ გაქვავდება.
7) ახლა იწყებთ ხელსახოცის სახიდან აცლას ზევიდან ქვევით
8) იბანთ თბილი წყლით და ისვამთ ათქვეფილ კვერცხის გულს იმისათვის, რომ კანი დარბილდეს და დატენიანდეს.
9) იჩერებთ 10 წუთი და იბანთ თბილი წყლით.
ესეც ასე, კანი რბილი და საოცრად სუფთაა!