6 მიზეზი იმისა თუ რატომ გჭირდებათ ჰიმალაის კრისტალური მარილი? საჭირო ინფორმაციაა

1285

ჰიმალაის მარილის კრისტალი (Himalayan crystal salt) მსოფლიოში ყველაზე სავსეა მინერალებით, მის შემადგენლობაში 80 მინერალი და ელემენტია (მაგ. მაგნიუმი, კალციუმი, კალიუმი და სხვ). მასში სუფრის მარილთან შედარებით ბევრად ნაკლები ნატრიუმია.

ჰიმალაის კრისტალური მარილის სასარგებლო თვისებები:

1. ელექტროლიტების ბალანსი

ეს მარილი ორგანიზმს ელექტროლიტებით (კალციუმი, მაგნიუმი, კალიუმი, ნატრიუმი და სხვ.) ამარაგებს. მათ ორგანიზმისთვის სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვთ. ამ ვიტამინების მიღება საკვებში ჰიმალაის მარილის შერევით არის შესაძლებელი.

2. ორგანიზმს იცავს გამოშრობისგან

ვარჯიშის, ფიზიკური დატვირთვის, დიარეის ან ფაღარათის დროს ადამიანის ორგანიზმი ელექტროლიტებს კარგავს, ამიტომ ეს მარილი მსგავს შემთხვევებში იდეალურია.

მოამზადეთ თქვენთვის საყვარელი ბოსტნეულის ან ხილის წვენი ჩაყარეთ მასში ცოტა ჰიმალაის მარილი და ისე მიირთვით.

3. ეხმარება საკვების მონელებას

ალბათ გსმენიათ, რომ მარილი საკვების მონელებას ხელს უშლის, მაგრამ ჰიმალაის მარილი იდეალურად აწესრიგებს საკვების მონელების პროცესს.

4. დაღლილი და დატვირთული კუნთების მოდუნება

ჰიმალაის მარილი საჭირო მინერალებით და ვიტამინებით ავსებს ორგანიზმს და ფიზიკური დატვირთვის შემთხვევაში შეგიძლიათ ამ მარილით ისარგებლოთ.

5. ორგანიზმის დეტოქსიკაცია (მკურნალობის პროცესი, რომლებიც ტარდება ტოქსიკური ნივთიერებების ზემოქმედების შეწყვეტის და ორგანიზმიდან მათი მოცილების მიზნით)

1-2 ჭიქა ჰიმალაის მარილი თბილ წყალში გახსენით. 20 წუთში წყალი მთლიანად გახსნის მარილს. აბაზანის დროს არ გამოიყენოთ საპონი, შამპუნი, თმის კონდიციონერი და ა.შ. აბაზანის შემდეგ გირჩევთ, რომ სხეული პირსახოცით არ გაიწმინდოთ, ეცადეთ სითხე ტანზე ბუნებრივად შეგაშრეთ.

6. ჰაერის გასუფთავება

არსებობს ჰიმალაის მარილის სანათები, რომლებიც სახლში ჰაერს ასუფთავებს და ოთახებს ნეგატიური იონებისგან ათავისუფლებს.

frenis kompensacia
frenis kompensacia