გრძელი და მოვლილი თმა ყველა ქალის ოცნებაა, ამისთვის კი შეგიძლიათ ერთ ძალიან ეფექტურ ხერხს მიმართოთ.
ინგრედიენტები:
1 ს/კ მდოგვის ფხვნილი;
2-3 ს/კ თბილი წყალი;
3 ს/კ ზეითუნის ზეთი;
1 კვერცხი.
მომზადების წესი:
მდოგვის ფხვნილი და წყალი ერთმანეთს შეურიეთ, დაამატეთ ზეითუნის ზეთი. შეურიეთ კვერცხი და ნაზავი დასაბან თმაზე წაისვით. ნიღაბი 5 წუთის განმავლობაში გაიჩერეთ და შემდეგ თბილი წყლით დაიბანეთ. ეს პროცედურა ყოველი დაბანის წინ უნდა ჩაიტაროთ და შედეგს 5 კვირაში აუცილებლად ნახავთ.
ნაზავი თქვენს თმას ბზინვარებას შეჰმატებს და სწრაფად გაზრდის.
დარწმუნდით, რომ ალერგიული არ ხართ და მხოლოდ ამის შემდეგ ისარგებლეთ ნიღბით