ყველაზე საშინელება აბაზანის გახეხვაა. ჩვენ შემოგთავაზებთ ჭკვიანურ ხრიკებს, რომლებიც ამ საშინელების გარდაქმნისკენ დაგეხმარებათ. თქვენი აბაზანა ამის შემდეგ იქნება ახალივით, სუფთა და მბზინვარე.
აქამდე ალბათ აბაზანას ძვირიანი ქიმიური ნივთიერებებით წმენდით. ამიერიდან ეს აღარ მოგიწევთ.
1) აიღეთ სამი შავი (ძლიერი) ჩაის პაკეტი. ჩადეთ წყალში. მიღებული ნარევი ჩაასხით სპრეი ბოთლში. ქაღალდის ხელსახოცის ნაცვლად გამოიყენეთ გაზეთის ფურცელი და ამ ნარევის საშუალებით გაწმინდეთ აბაზანის სარკე.
2) აბაზანაში ჩამჯდარი ჭუჭყის მოსაშორებლად აიღეთ ნახევარი ვაშლის ძმარი და ნახევარი თხევადი საპონი. მათი დახმარებით თქვენ მარტივად ამოიყვანთ ჭუჭყს კუთხეებიდან.
3) სახელურზე წყლისგან დარჩენილი ლაქებია? თქვენ მხოლოდ ლიმონი დაგჭირდებათ. წაუსვით ის სახელურს და ეს უკანასკნელი ახალივით იქნება.
4) თუ ონკანზე ძნელად მოსაშორებელი უამრავი ლაქაა, შემოახვიეთ თეთრ ძმარში ამოვლებული პირსახოცი, გააჩერეთ 30 წუთით. შემდეგ ის მოაშორეთ და კბილის ჯაგრისით გახეხეთ. გადაავლეთ წყალი. ახალივითაა!
5) კბილის ჯაგრისის ჩასადები იმდენად გაჭუჭყიანდა, რომ ამაზრზენად გამოიყურება? თქვენ არ დაგჭირდებათ ქიმიური ნივთიერებები, უბრალოდ შედეთ ის ჭურჭლის სარეცხ მანქანაში და ის თქვენს გასაკეთებლ საქმეს თვითონ გააკეთებს.
6) როცა ტუალეტის გაწმენდა მოგინდებათ, გამოიყენეთ ძმარი. ის ეკომეგობრულია, კლავს ბაქტერიებს, მიკრობებს და აცილებს ჭუჭყს. ახსენით ტუალეტს ზედა ნაწილი და ჩაასხით ერთი ბოთლი ძმარი. შემდეგ კი თავად ტუალეტში, დაასველეთ ტუალეტის ქაღალდი ძმრით და ფერსოში შედეთ. რამდენიმე ხნით გააჩერეთ. გამოიღეთ და ძველი კბილის ჯაგრისით გახეხეთ.
7) ერთ-ერთი ყველაზე მარტივად დაბინძურებული საგანი ტუალეტის ჯაგრისია. მის ჩასადებში ჩაასხით ძმარი. ამის მერე ჯაგრისი სუფთა იქნება, აღარც უსიამოვნო სუნი შეგაწუხებთ.