ამ მარტივი რეცეპტის საშუალებით ფერიმჭამელებისგან მყისვე გათავისუფლდებით. ეფექტურია

1626

ამ ნატურალური ინგრედიენტების გამოყენებით, სახეს სახლის პირობებში გაიწმენდთ. დაგჭირდებათ მხოლოდ ლიმონი, მარილი და თბილი წყალი.
სკრაბი ნამდვილად ეფექტურია, რადგან მარილს აქვს ანტიბაქტერიული ეფექტი, გარდა ამისა, ლიმონის ციტრუსოვანი მჟავა ებრძვის მიკრობებსა და ბაქტერიებს, შლის მკვდარი კანის უჯრედებს, ცხიმსა და ჭუჭყს. სახის გაწმენდის შემდეგ, მზის სხივებს მოერიდეთ. ეს გასაოცარი სკრაბი სახის კანისთვის ძალიან სასარგებლოა.

ინსტრუქცია

– თასში, ერთმანეთს შეურიეთ 1 ს/კ ზღვის მარილი, 0.5 ჩ/კ ლიმონის წვენი და 1 ს/კ წყალი;

– მიქსტურა სახეზე მოისვით, განსაკუთრებით კი იმ ადგილებში, სადაც ფერიმჭამელები გაქვთ;

– სახეზე ნაზად გაიკეთეთ წრიული მასაჟი;

– წრიული მასაჟი გაიკეთეთ 2-4 წუთის განმავლობაში;

– მიქსტურა ჩამოიბანეთ ნელთბილი წყლით;

– ცოტა ხნის შემდეგ, სახე ცივი წყლით დაიბანეთ (ამგვარად, ფორები დაიხურება).

frenis kompensacia
frenis kompensacia