რუსი ექიმი–ოფტალმოლოგი და ქირურგი ვლადიმირ ფილატოვი, პაციენტებს მხედველობის გაუმჯობესებისთვის აი, ამ ნარევის მომზადებას ურჩევდა.
ინგრედიენტები:
100 გ ალოე ვერას წვენი (მცენარიდან)
500 გ დაფქული ნიგოზი
300 გ თაფლი
3–4 ლიმონის წვენი
მომზადების წესი:
ალოეს წვენი მცენარის ფოთლიდან უნდა გამოწუროთ. თქვენ მსხვილი ფოთლები მცენარის შუა ნაწილიდან დაგჭირდებათ. ისინი ანადუღარი წყლით გარეცხეთ, მოაშორეთ მათ ეკლები და დააქუცმაცეთ. მასა დოლბანდის ნაჭერზე გადაიტანეთ და გადაწურეთ. ამის შემდეგ ინგრედიენტები ერთმანეთს შეურიეთ. მიიღეთ ნარევის 1 დესერტის კოვზი დღეში სამჯერ, საკვების მიღებამდე ნახევარი საათით ადრე. არ მიიღოთ ნარევი 1 კვირაზე მეტ ხანს.
უკუჩვენება: თირკმელების დაავადება, კუჭ–ნაწლავის ტრაქტის დაავადებები, ფეხმძიმობის უკანასკნელი ტრიმესტრი, რეპროდუქციული ორგანოების ანთება, გულ–სისხლძარღვთა დაავადებები, ტუბერკულოზი და ბუასილი.
მცენარის ასაკი 2–3 წელი უნდა იყოს.
აკადემიკოსი ფილატოვი, გვირჩევს, რომ ნარევის მომზადებამდე, გარეცხილი ალოეს ფოთლები 8–11 დღე მაცივარში შევინახოთ.